როგორც მოგეხსენებათ მომავალ შაბათ-კვირას 2010 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი მატჩები გაიმართება, მათ შორის კი ყველაზე დიდ ინტერესს რაღათქმაუნდა სამხრეთამერიკული დუელი " არგენტინა - ბრაზილია " იწვევს. ეს მატჩი შაბათს 5 აგვისტოს გვიან ღამით თბილისის დროით 4 საათსა და 30 წუთზე დაიწყება. აღსანიშნავია ის ფაქტიც რომ არგენტინელებს ბრაზილიისათვის 2005 წლის 9 ივნისის შემდეგ არ მოუგიათ, მაშინ მათ საკუთარ მოედანზე 3:1 დაამარცხეს ბრაზილიელები, მას შემდეგ კი ბრაზილიელებმა ზედიზედ სამჯერ მოახერხეს არგენტინელთა დამარცხება, მათი ბოლო მატჩი კი ფრედ 0:0 დასრულდა. ამჯამად ბრაზილიელები 27 ქულით ცხრილის პირველ პოზიციაზე იმყოფებიან და მეოთხეზე მყოფ არგენტინელებს 5 ქულით უსწრებენ.
ამ მატჩთან დაკავშირებით გავრცელდა არგენტინის ნაკრებისა და კატალონიის "ბარსელონას" ფორვარდის ლეონელ მეისის ინტერვიუ: " ბოლო რამოდენიმე თვის განმავლობაში 5 ტიტულს დავეუფლე, დავსახელდი ჩემპიონთა ლიგის საუკეთესო ფეხბურთელად და ამ ყველაფრის ფონზე ბრაზილიასთან გამარჯვება წლის ოპტიმალური დასასრული იქნებოდა, ჩინებული სეზონი გამომივიდა და ძალზედ მსურს მისი მაჟორულ ნოტაზე ჩამთავრება. ადვილი გასეირნება ნამდვილად არ გველის, გუნდისთვის მთავარია ჩვენი თამაში ვაჩვენოთ და მეტოქეს არ შევუშინდეთ, იმედი მაქვს რომ საკუთარ კედლებში ბრაზილიას აუცილებლად დავამარცხებთ. "