ესპანური "ვილიარეალის" ხელმძღვანელებმა ჯუზეპე როსი 28 მლნ. ევროდ შეაფასეს.მათი განცხადებით,ესპანური კლუბი მხოლოდ ასეთი კომპენსაციის მიღების შემთხვევაში დათანხმდება ახალგაზრდა იტალიელი ფორვარდის სხვა გუნდში ტრანსფერს.შეგახსენებთ რომ როსის შეძენის უმთავრეს კანდიდატებად "მილანი" და ფეხბურთელის ყოფილი გუნდი "მანჩესტერ იუნაიტედი" სახელდებიან.