მთავარი » 2009 » ივლისი » 16 » კრუზეირო (ბრაზილია) -ესტუდიანტესი (არგენტინა) 1:2
კრუზეირო (ბრაზილია) -ესტუდიანტესი (არგენტინა) 1:2
11:23
ლიბერტადორესის თასის განმეორებითი შეხვედრა გუშინ გვიან ღამით დასრულდა.პირველ შეხვედრაში გასვლაზე მოპოვებული ნულოვანი ფრის შემდეგ უმეტესობა ფავორიტად ბრაზილიურ ”კრუზეიროს” ასახელებდა.მატჩში ანგარიშიც სწორედ მასპინძელმა ფეხბურთელებმა გახსნეს ენრიკეს გოლით.თუმცა 57-ე და 73-ე წუთებზე ფერნანდესისა და ბოსელის თითო გატანილი ბურთის წყალობით არგენტინულმა ”ესტუდიანტესმა” ისტორიული გამარჯვება მოიპოვა და ლიბერტადორესის თასს დაეუფლა.