"Audi Cup"-ის მეორე ნახევარფინალურ შეხვედრაში ერთმანეთის პირისპირ მიუნჰენის "ბაიერნი" და იტალიური "მილანი" წარსდგნენ.მატჩის 80-ე წუთზე ანგარიში 1:0 გახლდათ მასპინძლების სასარგებლოდ და ალბათ ვერავინ წარმოიდგენდა რომ მატჩის საბოლოო ანგარიში 4:1 დაფიქსირდებოდა. "ბავარიელთაგან" გოლები მიულერმა ორჯერ,ხოლო შვაინშტაიგერმა და სენემ თითოჯერ მოახერხეს,ხოლო "როსონერის" მხრიდან ერთადერთი პრესტიჟის გოლი ანდრეა პირლომ გაიტანა.
ამგვარად დღეს მესამე ადგილისათვის "მილანი" არგენტინულ "ბოკა ხუნიორსს" გაეჯიბრება,ხოლო ფინალში "ბაიერნი" და "მანჩესტერ იუნაიტედი" დაუპირისპირდებიან ერთმანეთს.