”Sky Sports”-ისათვის მიცემულ ინტერვიუში რამონ კალდერონმა კომენტარი გააკეთა იმ კრიტიკის შესახებ,რომელსაც ”რეალის” ბოსების მიმართ სხვა კლუბების გულშემატკივრები და საფეხბურთო სპეციალისტები გამოთქვამენ.”ზოგიერთები ფიქრობენ რომ რონალდუში 80 მლნ. ძალიან დიდი თანხაა,ზოგიერთები კი ამას არ ეთანხმებიან.ვიღაცისათვის 12 ათასი ევრო წლიური ხელფასია,მე კი ეს თანხა შესაძლოა ერთ ბოთლ ღვინოში გადავიხადო.ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე თუ რა მოლოდინია ამ ინვესტიციებისაგან.”რეალს” აქვს საშუალება თავს უფლება მისცეს ხარჯოს ამდენი ფული,რადგან იცის როგორ განკარგოს სწორად ჩადებული ინვესტიციები”,-აღნიშნა ”სამეფო კლუბის” ექს-პრეზიდენტმა.