"არსენალის" ხელმძღვანელობამ გამოაქვეყნა ოფიციალური ინფორმაცია, რომლის თანახმადაც 31 მაისის მდგომარეობით გუნდის წმინდა მოგებამ სარეკორდო მაჩვენებელს უწია. ატრიბუტიკის, ბილეთებისა და მატჩების ტრანსლაციებიდან მიღებული შემოსავლების ზრდამ "მეთოფეების" წმინდა მოგება 35,2 მლნ. ფუნტ სტერლინგამდე გაზარდა. ასეთი ფინანსური სარგებლის მიღებაში აღსანიშნავია კლუბის სატრანსფერო პოლიტიკაც და კიდევ უფრო აღსანიშნავია რომ ლიდერების გასხვისების მიუხედავად "კანონირები" არ თმობენ პოზიციებს არცერთ ტურნირში და სტაბილურად ასპარეზობენ. საინტერესოა ის ფაქტიც რომ რეკორდული წმინდა მოგების პარალელურად ლონდონელებმა დავალიანება 318 მლნ. ფუნტი სტერლინგიდან შეამცირეს 297,7 მლნ. ფუნტ სტერლინგამდე. როგორც მოგეხსენებათ ასეთი დიდი ოდენობის კრედიტი გუნდის ხელმძღვანელობამ ახალი სტადიონის "ემირეითსის" ასაშენებლად აიღო და როგორც ხედავთ პროექტი აშკარად ამართლებს.