აუსტრია ბეჭებზეა - 27 იანვარს 2010 - ყველაფერი ფეხბურთის შესახებ!
პარასკევი, 30.07.2010, 07:32 | მოგესალმები სტუმარი

ყველა საფეხბურთო სიახლე ერთ საიტზე

მთავარი » 2010 » იანვარი » 27 » აუსტრია ბეჭებზეა
აუსტრია ბეჭებზეა
11:33

ესპანეთში მოსამზადებელ შეკრებაზე მყოფმა ზესტაფონმა პირენეებზე პირველი საკონტროლო მატჩი გამართა. როგორც ადრე გაუწყეთ, გია გეგუჩაძის გუნდის პირველი მეტოქე ავსტრიული ბუნდესლიგის ბრინჯაოს პრიზიორი ვენის აუსტრია იყო. ცნობისთვის, ქვეყნის 23-გზის ჩემპიონი და 27-გზის თასის მფლობელი აუსტრია ევროპის ლიგის მიმდინარე გათამაშების ჯგუფურ რაუნდში მონაწილეობდა, მაგრამ ეს ეტაპი ვერ გადალახა.

ზესტაფონელთა კლუბის პრესსამსახურის ცნობით, ავსტრიელები ჩვენს გუნდს მთავარი შემადგენლობით ეთამაშნენ. ვენელებს ერთადერთი ფეხბურთელი, ტოტენჰემის ყოფილი შუახაზელი მილენკო აჩიმოვიჩი აკლდათ. თუმცა იმერლებმაც დანაკლისით ითამაშეს - მცირე ავადმყოფობის გამო გეგუჩაძემ ძირითადი შემადგენლობის ორი ფეხბურთელი, მეკარე ზურაბ მამალაძე და მცველი გიორგი ონიანი ვერ ათამაშა. ამ ფეხბურთელების არყოფნაში, მეკარე როინ კვასხვაძესა და გუნდის ახალწვეულს, მცველ დავით მჭედლიშვილს მიეცათ თავის გამოჩენის შანსი და მათ ეს შანსი გამოიყენეს კიდეც.

ახლა უშუალოდ მატჩზე ვთქვათ. შეხვედრის პირველი ტაიმი იმერელთა საგრძნობი უპირატესობით წარიმართა. მართალია ხიფათი როინ კვასხვაძის კართანაც არაერთხელ შეიქმნა, მაგრამ ისიც გამოჩნდა, რომ ზესტაფონელებს უფრო მეტი და მწვავე მომენტები შექმნეს ჰაინც ლინდნერის კართან. მატჩის ერთადერთი გოლი კი 28-ე წუთზე გავიდა. იმერელთა მთავარი მეგოლე ნიკა გელაშვილი მარცხნიდან შეიჭრა ავსტრიელთა საჯარიმოში და მახვილი კუთხიდან ბურთი კარში გადაგზავნა. 1:0. ტაიმის ბოლომდე ჩვენს გუნდს კიდევ ჰქონდა ანგარიშის გაზრდის შანსი, მაგრამ აღარაფერი შეცვლილა. შესვენებაზე, ტრადიციულად გუნდებმა შეცვლებს მიმართეს. თამაშის განახლებამდე და მეორე ნახევრის მსვლელობისას, გია გეგუჩაძემ სასტარტოს რამდენიმე ფეხბურთელი გამოიყვანა მოედნიდან. ამით კარგად ისარგებლეს ვენელებმა და უპირატესობას დაეუფლნენ. თუმცა ზესტაფონელთა მეკარე როინ კვასხვაძემ, თანაგუნდელთა დახმარებით ბოლომდე მშრალად შეძლო კარის შენახვა და იმერლებმა მინიმალურად, 1:0 მოიგეს.

ზესტაფონმა აუსტრიის წინააღმდეგ ასეთი შემადგენლობით ითამაშა: რ. კვასხვაძე, მჭედლიშვილი (74. კობახიძე), ლობჟანიძე, ხიდეშელი, ელიავა, დაუშვილი (90. მაკარიანი), ძარია (59. კორღალიძე), გრიგალაშვილი (75. გორგიაშვილი), აფციაური (77. ცხადაია), დვალი (59. ბენაშვილი), გელაშვილი (67. წინამძღვრიშვილი).

დაბოლოს, ზესტაფონელები მომდევნო ამხანაგურ მატჩს ესპანეთში ხვალ, 28 იანვარს, ირაკლი მოდებაძის ზაპოროჟიეს მეტალურგთან გამართავენ.

ნანახია: 145 | დაამატა: sashka | რეიტინგი: 0.0/0 |
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email:
კოდი *:
შესვლის ფორმა
E-mail:
პაროლი:
კატეგორიები
სატრანსფერო სიახლეები [1272]
გაეცანით სატრანსფერო ბაზრის უახლეს ამბებს!
ექსკლუზიური ინტერვიუები [7]
ამ კატეგორიაში თქვენ შეგიძლიათ გაეცნოთ მხოლოდ ექსკლუზიურ მასალას! ექსკლუზიური ინტერვიუები ფეხბურთელებთან და ფეხბურთის სპეციალისტებთან!
სამწვრთნელო გადაადგილებები [69]
სამწვრთნელო ”მიდი-მოდი”
წინასასეზონო მზადება [61]
გაეცანით ინფორმაციას ევროპული გრანდების მიერ გამართული ამხანაგური შეხვედრებისა და მათი მონაწილეობით გამართული მცირე ტურნირების თაობაზე.
2009/2010 წლების სეზონის საფეხბურთო კალენდარი [23]
გაეცანით ევროპის წამყვანი ქვეყნების საფეხბურთო ჩემპიონატების უმაღლესი ლიგების კალენდარს
სანაკრებო ტურნირები [149]
გაეცანით ნებისმიერი სანაკრებო ტურნირის სიახლეებს!
ჩემპიონთა ლიგა [172]
გაეცანით ჩემპიონთა ლიგის სიახლეებს!
ევროპის ლიგა [39]
გაეცანით ევროპის ლიგის შესახებ სიახლეებს!
ლიბერტადორესის თასი [2]
გაეცანით სიახლეებს ლიბერტადორესის თასის შესახებ
ქართული ფეხბურთი [46]
გაეცანით ქართული ფეხბურთის სიახლეებს!
ქართველი ლეგიონერების კლუბები [28]
ადევნეთ თვალი ქართველი ლეგიონერების საზღვარგარეთულ კლუბებში გამოსვლებს
ინგლისის პრემიერლიგა [260]
ესპანეთის პრიმერა დივიზიონი [116]
იტალიის სერია "ა" [184]
გერმანიის ბუნდესლიგა [95]
საფრანგეთის ლა ლიგა [11]
სხვადასხვა [77]
პირდაპირი ტრანსლაციების პროგრამა [12]
გაეცანით ჩვენს საიტზე დაგეგმილი პირდაპირი ტრანსლაციების პროგრამას!
ძებნა
კალენდარი
«  იანვარი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
არქივი
ჩვენი გამოკითხვა
რომელი ქვეყნის ეროვნული ნაკრები დაიკავებს ჯგუფში პირველ ადგილს?
სულ პასუხი: 315
მინი-ჩათი
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 2
სტუმარი: 2
მომხმარებელი: 0
საიტის პარტნიორები

საფეხბურთო კონკურსი

DAIKIDE.GE


mybet.ge
barcamania.tk
internazionale.ucoz.com/