მილანის ინგლისელმა ნახევარმცველმა დევიდ ბექჰემმა განაცხადა, რომ მის გუნდს აქვს სკუდეტოს მოგების პოტენციალი. "მე მილანში დაბრუნებამდეც ვაკვირდებოდი სერია ა-ში განვითარებულ მოვლენებს. და ვთვლი, რომ მილანს შეუძლია დაეწიოს ინტერს და ჩემპიონობა იზეიმოს. თანაც სხვაობა ჩვენსა და "მეზობლებს" შორის არც ისეთი დიდია."-განაცხადა ინგლისის ნაკრების ექს-კაპიტანმა. ბექჰემი მილანში ორშაბათს ჩაფრინდა, შემდეგ კი ფინანსური საკითხები მოაგვარა კლუბის ბოსობასთან.