ლივერპულის თავკაცი რაფაელ ბენიტესი იმედოვნებს, რომ ფერნანდო ტორესისა და იუსი ბენაიუნის მსგავსად, მოედანს მალე გლენ ჯონსონიც დაუბრუნდება. მერსისაიდელთა მარჯვენა მცველმა 29 დეკემბერს მარჯვენა მუხლი დაიზიანა და მას შემდეგ უქმადაა. ჩვენი გუნდისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი მომენტი დგება და ძალიან კარგია, ასეთ მომენტში ჩვენი ლაზარეთი რომ ცარიელდება. იმედი მაქვს, რომ ჯონსონი სათამაშოდ უკვე ერთ კვირაში იქნება მზად. დარწმუნებული ვარ, რომ დაშავებული ფეხბურთელების დაბრუნების შემდეგ თამაშის ხარისხს საგრძნობლად გავაუმჯობესებთ, რასაც აუცილებლად მოჰყვება უკეთესი შედეგები - აცხადებს ბენიტესი. მან იქვე მანჩესტერ სიტისთან ნულოვანი ფრით დასრულებული მატჩიც გაიხსენა და ბენაიუნის საქციელზე გააკეთა კომენტარი. ებრაელი ფეხბურთელი მეტოქის საჯარიმოში ვინსენტ კომპანისთან ბრძოლაში არ წაიქცა, არადა, შეეძლო, პენალტისთვის გამოეკრა ხელი. ესპანელი სპეციალისტის თქმით, ვაჟკაცური თამაში მისასალმებელია, მაგრამ გუნდის ინტერესებიც გასათვალისწინებელია. "ლელო " |