ედგარ დავიდსი - 22 ნოემბერში 2009 - ყველაფერი ფეხბურთის შესახებ!
პარასკევი, 30.07.2010, 07:21 | მოგესალმები სტუმარი

ყველა საფეხბურთო სიახლე ერთ საიტზე

მთავარი » 2009 » ნოემბერი » 22 » ედგარ დავიდსი
ედგარ დავიდსი
09:23

მსოფლიოში ერთადერთი სათვალეებიანი ფეხბურთელი ედგარ სტივენ დავიდსი 1973 წლის 13 მარტს დაიბადა სურინამის დედაქალაქ პარამირობოში, რომელიც ჰოლანდიის კოლონიად ითვლება. დედა დამლაგებელი ჰყავდა, მამა – დაქირავებული მუშა.

დავიდსს არანაირი განათლება არ მიუღია, გარდა სავალდებულოსი. მისი დაბადების შემდეგ ოჯახი საცხოვრებლად ამსტერდამში გადავიდა და ქალაქის ჩრდილოეთით, არცთუ პრესტიჟულ უბანში დასახლდა. იმ პერიოდში ამსტერდამსა და მთელ ჰოლანდიაში საფეხბურთო ბუმი იყო. ედგარს ფეხბურთის თამაში ქუჩაში უწევდა, სადაც ძირითადად იზრდებოდა. სწორედ მაშინ აღმოაჩინეს ქუჩაში მისი საფეხბურთო ტალანტი კეთილმა ბიძიებმა "აიაქსიდან", როდესაც ედგარი აფროამერიკული წარმოშობის ხულიგანი მოზარდების ბანდას მეთაურობდა.

"აიაქსის" ბავშვთა საფეხბურთო სკოლიდან დავიდსი დიდ გუნდში 17 წლის ასაკში მივიდა და მაშინვე დაუმეგობრდა იქ მყოფ სურინამელებს, განსაკუთრებით კლარენს ზეედორფსა და პატრიკ კლუივერტს. სამივემ ერთად გუნდში ახალი ტალღა შექმნეს და ერთმანეთის გარეშე ვერ ძლებდნენ. ამასთან, ძალიან მტკივნეულად რეაგირებდნენ ყოველგვარ რასისტულ გამოხდომებზე, ჰქონდათ განსხვავებული აზრები და მაინცდამაინც კარგი ურთიერთობა არ ჰქონდათ ვეტერან ფეხბურთელებთან და მწვრთნელებთან.

დავიდსი საყრდენი ნახევარმცველის პოზიციაზე თამაშობდა და აგრესიულობით გამოირჩეოდა, არ უთმობდა მეტოქეს არც ერთ გოჯს და მზად იყო მისთვის ფეხი მოემტვრია, ოღონდ მათ კარს საფრთხე არ დამუქრებოდა. ამის გამო დავიდსს "პიტბული" და "პირანია" შეარქვეს (კიდევ ერთი მეტსახელი, "მონსტრი", პირადად ზინედინ ზიდანს ეკუთვნის).

მიუხედავად კონფლიქტური სიტუაციისა, დავიდსი გუნდის ძირითად ფეხბურთელად ითვლებოდა და უკვე 24 წლის ასაკში ისეთი ტიტულები ჰქონდა მოგებული, როგორებიც არის ჩემპიონთა ლიგა, ევროპის სუპერთასი და საკონტინენტთაშორისო თასი. ლიგის ფინალში "მილანის" დამარცხების შემდეგ დაადგეს მას თვალი იტალიელებმა.

სანამ იტალიაში სათამაშოდ გადავიდოდა, დავიდსი ჰოლანდიის ნაკრებთან ერთად ევროპის ჩემპიონატზე თამაშობდა. ედგარმა პირველი მატჩი ვერ ითამაშა კარგად და მომდევნო მატჩებში შემადგენლობაში არ დააყენეს. სწორედ მაშინ მოუვიდა კონფლიქტი ჰოლანდიის ნაკრების მთავარ მწვრთნელ გუუს ჰიდინკთან, რის გამოც ნაკრებიდან მოკვეთეს.

"მილანში" გასვლა ედგარისთვის არცთუ სახარბიელო გამოდგა. დავიდსმა ვერ მოახერხა დროულად გაევლო ადაპტაცია და მის თამაშს "თავისუფალი ვარდნა" დაეწყო. ყველაფერთან ერთად დავიდს ურთიერთობა გაუფუჭდა ფაბიო კაპელოსთან, ხოლო ალესანდრო კოსტაკურტასთან სერიოზული შეხლა მოუვიდა. თავად ფეხბურთელმა თავის "მილანში" გადასვლას სისულელე უწოდა და ახლაც ამბობს, რომ მსგავსი შეცდომა ცხოვრებაში არ დაუშვია. თუმცა, მისი ნიჭი "იუვენტუსში" დაინახეს და საფრანგეთში გასამართი მსოფლიოს ჩემპიონატის (1998) წინა სეზონში მიიწვიეს.

"იუვეში" პიტბულმა აიშვა, მაგრამ მეტოქის ფეხებზე ნადირობის ნაცვლად, უფრო მეტოქის კარისკენ იყო დაგეშილი – დავიდსმა ძველი წლები გაიხსენა და მიუხედავად ჰიდინკთან კონფლიქტური სიტუაციისა, ჰოლანდიელი სპეციალისტი იძულებული გახდა ძველი წყენა დაევიწყებინა და დავიდსი ნაკრებში დაებრუნებინა.

მსოფლიოს ჩემპიონატის შემდეგ "იუვენტუსში" დაბრუნებულ დავიდს პრობლემები შეექმნა. ედგარს 1995 წელს მიღებულმა თვალის ტრავმამ შეახსენა თავი. მაშინ დავიდსს ექიმებმა გლაუკომა დაუდგინეს და სასწრაფო ოპერაციაც ჩაუტარეს. თავიდან ყველაფერი კარგად მიდიოდა, მაგრამ წლების შემდეგ დაავადებამ ისევ იჩინა თავი. დავიდსს ოპერაცია ხელმეორედ ჩაუტარდა, თუმცა ექიმების პასუხი არცთუ საიმედო აღმოჩნდა – დავიდსს ყოველთვის მუქი სათვალეები უნდა კეთებოდა და დამატებით მკურნალობის სპეციალური კურსი გაევლო.

ფეხბურთელმა და კლუბმა ფიფას თხოვნით მიმართეს. ფიფაში მსჯელობისას კომისიის წევრებმა გაიხსენეს ვინმე ანიბალ ფროსი, რომელიც ჩვეულებრივ სათვალეს ატარებდა და იტალიის ნაკრებში ოლიმპიური ჩემპიონი გახდა. გაიხსენეს ლეგენდარული ქარიმ აბდულ ჯაბარიც, რომელმაც ნბა–ს კარიერის დიდი ნაწილი სათვალეებით გაატარა. ფიფამ დავიდსს სათვალეებით თამაშის და აკრძალული პრეპარატების გამოყენების უფლება მისცა.

დავიდსმა ჯაბარის საპატივცემულოდ რამდენიმე წყვილი ისეთივე სათვალის შეკვეთა მისცა, როგორსაც კალათბურთელი ატარებდა. სათვალეები მართლაც განსაკუთრებული იყო, ძალიან წააგავდა წყალქვეშ სატარებელ სათვალეებს, იყო მსუბუქი (20 გრამი) და შუშები ნარინჯისფერი (ეს ფერი ჰოლანდიის ნაკრების საპატივცემულოდ შეარჩია დავიდსმა) ჰქონდა. მისი პრეზენტაციაც სწორედ ნარინჯისფერთა შემადგენლობაში შედგა 1999 წელს ბელგიის ნაკრების (5:5) წინააღმდეგ.

მართალია, ფიფამ ფეხბურთელს აკრძალული პრეპარატების გამოყენების უფლება მისცა, მაგრამ, როგორც ჩანს, დავიდს ძალიან გაუტკბა მისი მიღება და 2001 წელს მორიგი დოპინგ–ტესტისას მის ორგანიზმში საგრძნობლად გადაჭარბებული რაოდენობის ნონდრალონი აღმოაჩინეს. დავიდსს "ექიმის ცნობამ" ვერ უშველა და ხანგრძლივი დისკვალიფიკაცია გამოუწერეს. ექიმები აღნიშნავდნენ, რომ ისედაც აგრესიულ ფეხბურთელს ნონდრალონი გაცილებით აგრესიულს ხდიდა. მოედანზე აგრესიული დავიდსი ცხოვრებაშიც აგრესიული გახდა და არაფრის გამო თანაგუნდელ მარკ ვან ბომელს წაეჩხუბა.

დისკვალიფიკაციის შემდეგ დავიდსი "იუვენტუსს" დაუბრუნდა და ზედიზედ ორჯერ მოიგო სკუდეტო, თუმცა მალევე "ბარსელონაში" გადავიდა. თავისი ოცნების გუნდში კი პიტბულს ხელიდან (უფრო სწორად ფეხიდან) არაფერი გამოდიოდა და კატალონიელები იძულებული გახდნენ, "ინტერისთვის" მიეყიდათ.

ასე დაბრუნდა დავიდსი მილანში, თუმცა ისევ სანანებლად – ეს ქალაქი მისთვის შეუთავსებადი აღმოჩნდა, ისევ კონფლიქტი, ამჯერად რობერტო მანჩინისთან და დავიდსიც "ტოტენჰემში" გაყიდეს.

ამ დროისთვის მკურნალობის პროცესი უკვე დასრულებული იყო და ექიმებიც უფლებას აძლევდნენ, სათვალეები მოეხსნა და ისე ეთამაშა, მაგრამ დავიდსმა იუარა. სათვალეები მისი იმიჯის გარკვეული ნაწილი გახდა. ამასთან, ედგარმა გააფორმა კონტრაქტი სათვალეების ფირმასთან, რომლის სანაცვლოდ მილიონი დოლარი მიიღო.

"ტოტენჰემში" დავიდსი ჩაიკარგა, უფრო სწორად, ისე სწრაფად იღებდა წითელ–ყვითელ ბარათებს, რომ მოედანზე ყოფნა იშვიათად უწევდა და გადაწყვიტა სამშობლოში დაბრუნებულიყო. ედგარი სიამოვნებით მიიღეს "აიაქსში" და კაპიტნობაც ჩააბარეს, მაგრამ პირველივე სეზონის შემდეგ კონტრაქტი არ გაუგრძელეს – დავიდსი თავისუფალი აგენტი გახდა, მისით "ბოლტონი", "ატალანტა" და "ჰერენვენი" დაინტერესდნენ, მაგრამ პიტბულმა გადაწყვიტა პირბადე აეკრა.

წყარო: სპორტსიახლენი

ნანახია: 178 | დაამატა: sashka | რეიტინგი: 0.0/0 |
სულ კომენტარები: 1
0  
1 McCa1N   (22.11.2009 13:43)
dzaaan magari kaci ... cool

სახელი *:
Email:
კოდი *:
შესვლის ფორმა
E-mail:
პაროლი:
კატეგორიები
სატრანსფერო სიახლეები [1272]
გაეცანით სატრანსფერო ბაზრის უახლეს ამბებს!
ექსკლუზიური ინტერვიუები [7]
ამ კატეგორიაში თქვენ შეგიძლიათ გაეცნოთ მხოლოდ ექსკლუზიურ მასალას! ექსკლუზიური ინტერვიუები ფეხბურთელებთან და ფეხბურთის სპეციალისტებთან!
სამწვრთნელო გადაადგილებები [69]
სამწვრთნელო ”მიდი-მოდი”
წინასასეზონო მზადება [61]
გაეცანით ინფორმაციას ევროპული გრანდების მიერ გამართული ამხანაგური შეხვედრებისა და მათი მონაწილეობით გამართული მცირე ტურნირების თაობაზე.
2009/2010 წლების სეზონის საფეხბურთო კალენდარი [23]
გაეცანით ევროპის წამყვანი ქვეყნების საფეხბურთო ჩემპიონატების უმაღლესი ლიგების კალენდარს
სანაკრებო ტურნირები [149]
გაეცანით ნებისმიერი სანაკრებო ტურნირის სიახლეებს!
ჩემპიონთა ლიგა [172]
გაეცანით ჩემპიონთა ლიგის სიახლეებს!
ევროპის ლიგა [39]
გაეცანით ევროპის ლიგის შესახებ სიახლეებს!
ლიბერტადორესის თასი [2]
გაეცანით სიახლეებს ლიბერტადორესის თასის შესახებ
ქართული ფეხბურთი [46]
გაეცანით ქართული ფეხბურთის სიახლეებს!
ქართველი ლეგიონერების კლუბები [28]
ადევნეთ თვალი ქართველი ლეგიონერების საზღვარგარეთულ კლუბებში გამოსვლებს
ინგლისის პრემიერლიგა [260]
ესპანეთის პრიმერა დივიზიონი [116]
იტალიის სერია "ა" [184]
გერმანიის ბუნდესლიგა [95]
საფრანგეთის ლა ლიგა [11]
სხვადასხვა [77]
პირდაპირი ტრანსლაციების პროგრამა [12]
გაეცანით ჩვენს საიტზე დაგეგმილი პირდაპირი ტრანსლაციების პროგრამას!
ძებნა
კალენდარი
«  ნოემბერი 2009  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
      1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30
არქივი
ჩვენი გამოკითხვა
რომელი ქვეყნის ეროვნული ნაკრები დაიკავებს ჯგუფში პირველ ადგილს?
სულ პასუხი: 315
მინი-ჩათი
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 2
სტუმარი: 2
მომხმარებელი: 0
საიტის პარტნიორები

საფეხბურთო კონკურსი

DAIKIDE.GE


mybet.ge
barcamania.tk
internazionale.ucoz.com/