ერიდეთ ბორდოს - 24 დეკემბერში 2009 - ყველაფერი ფეხბურთის შესახებ!
პარასკევი, 30.07.2010, 07:28 | მოგესალმები სტუმარი

ყველა საფეხბურთო სიახლე ერთ საიტზე

მთავარი » 2009 » დეკემბერი » 24 » ერიდეთ ბორდოს
ერიდეთ ბორდოს
16:14

გერმანიის ნაკრების, მიუნხენის ბაიერნისა და მადრიდის რეალის ყოფილ ნახევარმცველს, პაულ ბრაიტნერს ფეხბურთის მოყვარულები ძალიან კარგად იცნობენ.

1974 წლის მსოფლიოს ჩემპიონ ბრაიტნერს ორი მუნდიალის ფინალში (1974, 1982) აქვს გოლი გატანილი. აქედან ერთხელ მსოფლიოს ჩემპიონი გახდა, მეორედ კი მის გოლს იტალიელთა კარში ფასი არ ჰქონდა...

ამჟამად იგი მიუნხენის ბაიერნში სკაუტთა სამსახურში მოღვაწეობს, რადიოსადგურ დოიჩე ველეში საფეხბურთო კომენტატორად მუშაობს და ამავე საინფორმაციო საშუალების კორესპონდენტს ბევრ საინტერესო საკითხზე ესაუბრა. საუბარი კი, ცხადია, ბაიერნის გმირობის ტოლფასი მოგებით დაიწყო.

– ჰერ ბრაიტნერ, გილოცავთ ტურინში მოგებას. რას უნდა ველოდოთ ბაიერნისგან ფლეი–ოფში?

– ამაღლებულ ხასიათზე გახლავართ და ჯერჯერობით არ მიფიქრია იმ პერსპექტივაზე, რომელიც ჩვენს გუნდს მომავალი წლის თებერვლიდან ელის.

ერთი რამ კი უდავოა, მიუნხენის ბაიერნს ტურინში იმიტომ არ მოუგია, მერვედფინალი რომ წააგოს. დაველოდოთ კენჭისყრას, ყველა მეტოქე უაღრესად სერიოზულია, მაგრამ საგანგებოდ მაინც ბორდოს გამოვარჩევდი.

ჟირონდელებთან ერთ ჯგუფში ვიყავით და ბორდოელთა რეალური ძალა საკუთარ თავზე ვიწვნიეთ, მათ საკუთარ მინდორზეც მოგვიგეს და მიუნხენშიც.

სამაგიეროდ, ფლეი–ოფში რომ მოვხვდით, გარკვეუწილად ლორან ბლანის გუნდის დამსახურებაა. წინა ტურში მათ ხომ იუვენტუსს მოუგეს. ყველას ვაფრთხილებ – ერიდეთ ბორდოს.

– პრესის ფურცლებიდან არ წყდება ინფორმაციის ნაკადი, რომელიც კლუბში არსებულ წყალქვეშა დინებებზე ამახვილებს ყურადღებას. გუნდში მართლაც პრობლემებია?

– იმედია, ახლა მაინც ჩაწყნარდება მდგომარეობა. გაზეთები ათას სისულელეს წერენ. ნამდვილად არ ვიცი, რას ეფუძნება ეს ჰაერიდან მოტანილი ამბები.

ამ დროს არც გუნდსა და არც კლუბში დაძაბული ვითარება არ არის. ისე კი, ჟურნალისტებისაც მშვენივრად მესმის. მიუნხენის ბაიერნი დიდი გუნდია და როდესაც თვეების განმავლობაში გუნდში სენსაციური არაფერი ხდება, ისინი თავად იგონებენ ვითომ დამაინტრიგებელ ცნობებს, ხოლო თუ მცირე გაუგებრობას მოკრეს ყური, ამ ფაქტს ისე გააზვიადებენ, ბარონ მიუნჰაუზენსაც შეშურდებოდა. ასე რომ, შეჩვეულნი ვართ იმ ისტორიებით ცხოვრებას, რომელთაც სინამდვილეში ადგილი არ ჰქონია.

– ბაიერნის სატრანსფერო პოლიტიკაში ცვლილებები თუ არის მოსალოდნელი? მაგალითს ლონდონის არსენალისგან ხომ არ აიღებთ? ჩრდილოეთლონდონური გუნდის მოთამაშეთა საშუალო ასაკი 25 წელს არ აღემატება...

– არა. ლონდონის არსენალი ერთბაშად 10–15 ფეხბურთელს ყიდულობს ხოლმე. ჩვენ ასეთი ფინანსური რესურსი არ გაგვაჩნია. ლონდონელებს ჩვენგან განსხვავებული გზა აქვთ არჩეული.

– დირექტორატის მუშაობას დადებითად აფასებთ?

– ჩვენი შესაძლებლობების მაქსიმუმი გავიღეთ. დარწმუნებული ვარ, მიუნხენის ბაიერნი მალე კონტინენტის უძლიერეს კლუბებს შორის დაიმკვიდრებს ადგილს.

– სამხრეთ აფრიკაში მომავალი მსოფლიოს ჩემპიონატის კენჭისყრა ჩატარდა. როგორ გგონიათ, გაუმართლა გერმანიის ნაკრებს?

– ჩემი აზრით, გაუმართლა, უარესიც შეიძლებოდა მომხდარიყო. ისიც კარგია, პირველი შეხვედრის ჩატარება ავსტრალიასთან რომ გვიწევს. ობიექტურად თუ ვიტყვით, მწვანე კონტინენტის წარმომადგენლები სერბებსაც ჩამოუვარდებიან და განელებსაც.

არ მესიამოვნა, სერბეთის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის თანაშემწედ ბორა მილუტინოვიჩი რომ დაინიშნა. იგი ძალიან გამოცდილი და ცბიერი სპეციალისტია, მუნდიალებზე გუნდის გაწვრთნის კოლოსალური გამოცდილება აქვს დაგროვილი.

სერბეთი რთულად დასაძლევი ოპონენტია. არ დაგავიწყდეთ, ბალკანელებმა საკვალიფიკაციო ციკლის ჯგუფში ფრანგებს და რუმინელებს რომ გაუსწრეს.

საშიშია განაც. ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, მუნდიალი ხომ აფრიკის კონტინენტზე ჩატარდება. კარგი იქნება, თუ ავსტრალიას და განას მოვუგებთ, სერბებს კი დავუზავდებით.

– ბუნდესგუნდს გამარჯვების პრეტენდენტად მიიჩნევთ?

– გერმანია ნებისმიერი ტურნირის მოგების რეალური კანდიდატია და გამონაკლისი არც მომავალი ზაფხულის მსოფლიოს ჩემპიონატია.

– იოაჰიმ ლიოვის გუნდის უპირველეს კონკურენტად რომელ ნაკრებს თვლით?

– ამ კითხვაზე ორიგინალურ პასუხს ვერ გაგცემთ – ბრაზილიას და ესპანეთს. ბევრს ველი ინგლისისგანაც. ფაბიო კაპელომ ნისლიან ალბიონზე უზარმაზარი მოცულობის სასარგებლო მუშაობა გასწია და სადღეისოდ ინგლისის ნაკრები სტაბილურად თამაშობს. ჩემი აზრით, კაპელოს გუნდი სამხრეთ აფრიკის ტურნირზე შორს წავა.

ნანახია: 109 | დაამატა: sashka | რეიტინგი: 0.0/0 |
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email:
კოდი *:
შესვლის ფორმა
E-mail:
პაროლი:
კატეგორიები
სატრანსფერო სიახლეები [1272]
გაეცანით სატრანსფერო ბაზრის უახლეს ამბებს!
ექსკლუზიური ინტერვიუები [7]
ამ კატეგორიაში თქვენ შეგიძლიათ გაეცნოთ მხოლოდ ექსკლუზიურ მასალას! ექსკლუზიური ინტერვიუები ფეხბურთელებთან და ფეხბურთის სპეციალისტებთან!
სამწვრთნელო გადაადგილებები [69]
სამწვრთნელო ”მიდი-მოდი”
წინასასეზონო მზადება [61]
გაეცანით ინფორმაციას ევროპული გრანდების მიერ გამართული ამხანაგური შეხვედრებისა და მათი მონაწილეობით გამართული მცირე ტურნირების თაობაზე.
2009/2010 წლების სეზონის საფეხბურთო კალენდარი [23]
გაეცანით ევროპის წამყვანი ქვეყნების საფეხბურთო ჩემპიონატების უმაღლესი ლიგების კალენდარს
სანაკრებო ტურნირები [149]
გაეცანით ნებისმიერი სანაკრებო ტურნირის სიახლეებს!
ჩემპიონთა ლიგა [172]
გაეცანით ჩემპიონთა ლიგის სიახლეებს!
ევროპის ლიგა [39]
გაეცანით ევროპის ლიგის შესახებ სიახლეებს!
ლიბერტადორესის თასი [2]
გაეცანით სიახლეებს ლიბერტადორესის თასის შესახებ
ქართული ფეხბურთი [46]
გაეცანით ქართული ფეხბურთის სიახლეებს!
ქართველი ლეგიონერების კლუბები [28]
ადევნეთ თვალი ქართველი ლეგიონერების საზღვარგარეთულ კლუბებში გამოსვლებს
ინგლისის პრემიერლიგა [260]
ესპანეთის პრიმერა დივიზიონი [116]
იტალიის სერია "ა" [184]
გერმანიის ბუნდესლიგა [95]
საფრანგეთის ლა ლიგა [11]
სხვადასხვა [77]
პირდაპირი ტრანსლაციების პროგრამა [12]
გაეცანით ჩვენს საიტზე დაგეგმილი პირდაპირი ტრანსლაციების პროგრამას!
ძებნა
კალენდარი
«  დეკემბერი 2009  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031
არქივი
ჩვენი გამოკითხვა
რომელი ქვეყნის ეროვნული ნაკრები დაიკავებს ჯგუფში პირველ ადგილს?
სულ პასუხი: 315
მინი-ჩათი
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 2
სტუმარი: 2
მომხმარებელი: 0
საიტის პარტნიორები

საფეხბურთო კონკურსი

DAIKIDE.GE


mybet.ge
barcamania.tk
internazionale.ucoz.com/