მორიგი სესნსაცია მოახდინა ლივერპულის ევერტონმა, რომელმაც საკუთარ კედლებში ჩელსის დარად მანჩესტერის დამარცხებაც შეძლო და ევროპულ ზონას კიდევ უფრო მიუახლოვდა. ევერტონელებმა მრისხანე მეტოქე ანგარიშით 3-1 დაამარცხეს და ამით შელსისა და არსენალს საკმაოდ კარგი საცუქარი გაუკეთეს. მატჩში ანგარიში ბერბატოვმა გახსნა, რომელსაც ევერტონის მხრიდან დიმიტარ ბელალედინოვმა უპასუხა შორეული დარტყმით და ანგარიში გაათანაბრა. მეორე ტაიმი დევიდ მოისის სრულ ბენეფისად იქცა, პირველ შემთხვევაში მან მოედანზე ახალგაზრდა 20 წლის გროსლინგი გამოუშვა, რომელმაც 6 წუთში მოახერხა გოლის გატანა, ხოლო 88_ე წუთზე მოედანზე ჯერმენ როდველი გამოუშვა რომელმაც 2 წუთში მატჩის საბოლოო ანგარიში დააფიქსირა 3-1. შემადგენლობები : ევერტონი : ჰოვარდი - დისტენი, ჰეიტინგა, ბეინსი, ფ.ნევილი - არტეტა, ოსმანი, დონოვანი, ბელალედინოვი (70' გროსლინგი) - პიენაარი (88' როდველი), საჰა მწვრთნელი : დევიდ მოისი მანჩესტერი : ვან დერ საარი - ბრაუნი, ევანსი, ევრა, გ.ნევილი - კერიკი, ფლეჩტერი, პარკი (66' ობერტანი), ვალენსია (80' ოუენი) - რუნი, ბერბატოვი (66' სკოულზი) მწვრთნელი : სერ ალექს ფერგიუსონი ვიდეომიმოხილვა : |