“მილანის” ვიცე–პრეზიდენტმა,ადრიანო გალიანიმ განაცხადა,რომ “როსონერიმ” მიაღწია საბოლოო შეთანხმებას “ლოს–ანჯელეს გალაქსისთან” დევიდ ბექჰემის იტალიურ კლუბში გადმოსვლასთან დაკავშირებით.
“თანხმობა დევიდის გადმოსვლასთან დაკავშირებით მიღწეულია.რამოდენიმე საათში ჩვენ,”გალაქსისთან” ერთად გავაკეთებთ ოფიციალურ განცხადებას მოლაპარაკების დასრულების შესახებ.
ახლა ჩვენ მხოლოდ დოკუმენტებს ველოდებით,თუმცა გარწმუნებთ,რომ ის აუცილებლად დაბრუნდება “მილანში”–განაცხადა გალიანიმ