ღმერთის ხელი 2 - 29 ნოემბერში 2009 - ყველაფერი ფეხბურთის შესახებ!
პარასკევი, 30.07.2010, 07:13 | მოგესალმები სტუმარი

ყველა საფეხბურთო სიახლე ერთ საიტზე

მთავარი » 2009 » ნოემბერი » 29 » ღმერთის ხელი 2
ღმერთის ხელი 2
12:06

დიდი სკანდალი მოჰყვა საფრანგეთისა და ირლანდიის ნაკრები გუნდების მსოფლიოს 2010 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის განმეორებით შეხვედრას. ტიერი ანრიმ, საჯარიმო დარტყმის შემდეგ, მასთან მისული ბურთი ხელით გააჩერა, გადააწოდა უილიამ გალსს და ასე გავიდა ირლანდიელთა კარში გოლი, რომელმაც ეს ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატის მიღმა დატოვა.

არავინ იცის რა მოხდებოდა, ეს გოლი რომ არ გასულიყო. ირლანდიელები მინიმალური ანგარიშით ამარცხებდნენ მეტოქეს და თუ დამატებით დროში ანგარიში არ შეიცვლებოდა, გამარჯვებულის ვინაობას პენალტების სერია გაარკვევდა.

პირველი შეხვედრა დუბლინში საფრანგეთის ნაკრებმა ანელკას გოლის წყალობით მოიგო და ნამდვილად ვერავინ იფიქრებდა, ირლანდიის ნაკრები ამდენს თუ მოახრხებდა.

მაგრამ ფაქტია, რომ ირლანდიის ნაკრებმა გაცილებით უკეთესად ითამაშა განმეორებითი შეხვედრა, ვიდრე საფრანგეთმა. ხოლო ტიერი ანრი ის ადამიანი აღმოჩნდა, რომელსაც არ დაუმალავს, რომ ხელით ითამაშა, ან რა იყო დასამალი, როდესაც მან აშკარად, ყველას დასანახად ითამაშა ხელით – ბურთი გააჩერა და ისე გადააწოდა გალსს, რომელსაც ისღა დარჩენოდა, ცარიელ კარში გაეტანა გოლი.

მსაჯები ცდებიან, უხეშადაც ცდებიან და შემდეგ გამეორებებზე კარგად ჩანს, რომ გვერდითი მსაჯი ამ მომენტს კარგად ხედავდა. მთავარი არბიტრი კი ამ ეპიზოდიდან შორს იმყოფებოდა და მისთვის ნამდვილად რთული იყო იმის დანახვა, ანრიმ ითამაშა თუ არა ხელით.

მაგრამ, ასეა თუ ისე, უეფას პრეზიდენტ მიშელ პლატინის არ აწყენინეს და საფრანგეთის ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატს მიღმა არ დარჩა, არადა, იქ მოხვედრას ნამდვილად არ იმსახურებდა.

შეხვედრის შემდეგ კი ყველას აინტერესებდა, რა კომენტარს გააკეთებდა ტიერი ანრი, ფეხბურთელი, რომლის უშუალო დამსახურებაცაა საფრანგეთის მსოფლიოს ჩემპიონატზე გაყვანა.

– ტიერი, გილოცავთ მსოფლიოს ჩემპიონატზე მოხვედრას...

– გმადლობთ.

– რას იტყვით განეორებითი მატჩის შესახებ?

– რთული შეხვედრა გამოდგა და ნამდვილად არც ველოდებოდით იმას, რომ ირლანდია შინ 0:1 წაგების შემდეგ ადვილად დაგვნებდებოდა, არ იბრძოლებდა და ჩვენთვის განმეორებითი შეხვედრა ადვილი გასეირნება იქნებოდა.

– და მართლაც, პირველი გოლი მათ გაიტანეს...

– შესანიშნავი კომბინაცია გაითამაშეს, რობი კინმა გაიტანა ლამაზი გოლი და სიმართლე გითხრათ, ყველა შოკში ჩაგვაგდო.

– რატომ?

– იმიტომ, რომ ასეთ დასაწყისს არავინ ელოდა.

– საკმარისი იყო ირლანდიელებს მეორე გოლიც გაეტანათ, რომ მართლაც ყველაფერი თავდაყირა დადგებოდა...

– ფაქტია, რომ ვერ გაიტანეს.

– ტიერი, ახლა ფრანგების მიერ გატანილ გოლზეც უნდა გკითხოთ...

– გისმენთ (იცინის).

– ამ მომენტს ღმერთის ხელი 2 უწოდეს...

– შეიძლება.

– ალბათ, ხვდებით, რატომაც...

– დიახ, ვხვდები.

– ანუ თქვენ ხელით ითამაშეთ?

– დიახ.

– ამას აღიარებთ?

– იცით, არის ადამიანთა კატეგორია, რომელიც არასდროს აღიარებს, რომ ის მტყუანია. მე ასეთ ადამაინთა კატეგორიას არ განვეკუთვნები. ჩართეთ მატჩი, ვნახოთ ეს მომენტი სხვადასხვა რაკურსიდან და ვნახავთ, რომ მე ხელით გავაჩერე ბურთი. ეს ფაქტია, ამას ყველა ხედავს. ახლა მე თქვენ გეკითხებით, ეს რომ უარვყო, მართალი ვიქნები?

მიმაჩნია, რომ ნამდვილად პროფესიონალი ფეხბურთელი ვარ და არც იმის აღიარების უნდა შემრცხვეს, რაც რეალურად მოხდა. ბურთს ინსტიქტურად ხელი შევახე, შევაჩერე და მერე გავაკეთე გადაცემა.

– განზრახ ითამაშეთ ხელით?

–ამ ბურთს ვერ გავაჩერებდი სხეულის სხვა ნაწილით, მხოლოდ ხელით და ასეც გავაკეთე, მაგრამ ხელი ინსტიქტურად წავიდა ამ ბურთის გასაჩერებლად. აი, ესაა ყველაზე მთავარი მომენტი.

– ანუ განზრახ არ გითამაშიათ...

– მოდი, ასე ვიტყვი, შეგნებულად ვითამაშე ხელით და როდესაც ეს გავაკეთე, ნამდვილად არ მინანია.

– რა თქმა უნდა, გალასმა გოლი გაიტანა...

– ეს მნიშვნელოვანი გოლი გამოდგა.

– და თქვენ ფიქრობთ, რომ საფრანგეთის ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატზე ღირსეულად გავიდა?

– რა თქმა უნდა.

– ამ მომენტს ივიწყებთ?

– იცით, ჩვენ სტუმრად დავამარცხეთ ირლანდიის ნაკრები. როგორც ვიცი, ამ ნაკრებს შინ მარცხი ძალიან არ უყვარს და ამდენად, ჩვენ ისე გავაღიზიანეთ ისინი, რომ შემდეგ ძალიან კარგად ითამაშეს საფრანგეთში, მაგრამ რადგან მათ ჩვენ გოლი გაგვიტანეს, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩვენ არ ვიმსახურებდით მსოფლიოს ჩემპიონატზე გასვლას. ეს არასწორი შეფასებაა, მე ნამდვილად არ მომწონს ამგვარი საუბარი.

– რამდენიმე სპეციალისტმა ბრძანა, რომ საფრანგეთს მსოფლიოს ჩემპიონატზე ნამდვილი კრახი ელის რაიმონ დომენეკის ხელმძღვანელობით, ამის ნათელი მაგალითი ირლანდიასთან შერცხვენააო...

– დომენეკს ჩემი დასაცავი არაფერი სჭირს და ის თავს კარგად დაიცავს, მაგრამ 2008 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე გუნდი ფინალში გავიდა და როგორ დავმარცხდით, ეს ყველამ საკუთარი თვალით ნახა. ამდენად, ფინალში გასვლა ჩვენი ნაკრებისთვის ნამდვილად დიდი წარმატება იყო და მის დაკნინებას არავინ აპირებს.

– მაგრამ ევროპის ჩემპიონატზე განცდილი ფიასკო გავიწყდებათ...

– მე ამას ველოდი კიდეც, ვინაიდან თავად ფეხბურთელები მივუდექით ევროპის ჩემპიონატს საკმაოდ მსუბუქად და შემდეგ, როცა გამოფხიზლება მოვინდომეთ, გვიანი იყო. თუმცა, მიმაჩნია, რომ ამაში დამნაშავე დომენეკი არ ყოფილა.

– კრიტიკოსები მწარედ აკრიტიკებენ საფრანგეთის ნაკრებს იმის გამო, რომ ეს გუნდი თავდასხმაში მოიკოჭლებს, გოლები ცოტა გაგაქვთ...

– ეს მართალია.

– და დომენეკი უნდა დაიცვათ?

– არც დომენეკი არის ამაში დამანშავე და არც გულშემატკივარი. შემტევ ფეხბურთელებს უნდა მოგვთხოვოთ პასუხი და ჩვენ ამისთვის მზად ვართ.

– მსოფლიოს ჩემპიონატზე საფრანგეთის ნაკრებს ჯგუფიდან გასვლის შანსი ექნება?

– ულაპარაკოდ. ფლეი–ოფის თამაშები მძიმე სათამაშოა, როგორც ფსიქოლოგიური, ასევე ფიზიკური თვალსაზრისით. ამ დროს სუსტი მეტოქე არ არსებობს და ვალდებული ხარ, რადაც უნდა დაგიჯდეს, შემდეგ ეტაპზე გახვიდე.

ამდენად, ამ პატარა წაფორხილებამ შეცდომაში არ შეგიყვანოთ. მე ისიც კარგად მესმის, რომ ჯგუფში პირველი ადგილი რომ ვერ დავიკავეთ, ამ დროსაც ვიმსახურებდით კრიტიკას, მაგრამ ყოველთვის ერთ დონეზე ვერ ითამაშებ.

– და ძველი ფორმაციის საფრანგეთის ნაკრებიც წარსულს ბარდება...

– ასეა.

– 2010 წლის მსოფლიოს ჩემპიონატი თქვენთვის სანაკრებო დონეზე ბოლო ტურნირი იქნება?

– დღეს თამამად შემიძლია განვაცხადო, რომ ასე იქნება. ნაკრებში თამაში არასდროს მითაკილია, ყოველთვის ჩამოვდიოდი და ვთამაშობდი, მაგრამ ასაკი უკვე თავისას შვრება. დროა, კიდევ ბევრი ახალგაზრდა ფეხბურთელი მოვიდეს ნაკრებში. ისინი ამას იმსახურებენ.

– ბენზემაზე რას გვეტყვით?

– ის ნამდვილი თავდამსხმელია.

– დეკემბრის თვეში ცნობილი გახდება იმ გუნდების შესახებ, რომლებიც მსოფლიოს ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე საფრანგეთის ნაკრების მეტოქეები იქნებიან...

– მოუთმენლად ველი ამ დღეს.

– ვისთან ისურვებდით შეხვედრას?

– ევროპიდან ესპანეთთან, სამხრეთ ამერიკიდან ბრაზილიასთან და არგენტინასთან.

– და ვისთან არ ისურვებდით?

– საფრანგეთის ნაკრებს შიში არავისი აქვს, მაგრამ მიმაჩნია, რომ ესპანეთთან და ბრაზილიასთან შეხვედრა ჯგუფიდან გასვლის შემდეგ სჯობს და ეს ასეც იქნება, მაგრამ ნამდვილად არ ვისურვებდი ისეთი დონს გუნდებთან თამაშს, რომლებიც მინდორზე ცეცხლივით იბრძვიან და არ გეპუებიან. ასეთებად მიმაჩნია დანიის და გერმანიის ნაკრები გუნდები.

– იტალია?

– არა, იტალიელები თამაშობენ და თან გათამაშებენ (იცინის).

– პენალტებსაც კარგად ურტყამენ...

– შესანიშნავად.

– და ბოლოს, მინდა გკითხოთ, ამ ფორმაციის საფრანგეთის ნაკრები ბოლო წლების საუკეთესო ნაკრები იყო თუ არა ევროპაში?

– 1998 წელს ჩემპიონები გავხდით, ოთხი წლის შემდეგ ფინალში გერმანია და ბრაზილია შეხვდნენ, კიდევ ოთხი წლის შემდეგ იტალია და საფრანგეთი. სამი მუნდიალის განამვლობაში მსოფლიოს ჩემპიონატზე ორჯერ ფინალში ვითამაშეთ. გარდა ამისა, 2000 წელს ევროპის ჩემპიონის ტიტული მოვიგეთ. მიმაჩნია, რომ საუკეთესოები ვართ იტალიელებთან ერთად, მაგრამ მომავალი მუნდიალი ბევრ კითხვას გასცემს პასუხს. 2006 წელს გერმანიის პირველობა ნამდვილი ევროპული გამოდგა, მომავალ წელს კი სამხრეთ აფრიკაში ამას აღარ უნდა ველოდოთ. იქ სამხრეთამერიკული და აფრიკული გუნდები ძალიან ძლიერად ითამაშებენ.

– თქვენეული ვერსია...

– ფინალის?

– თუნდაც...

– (იცინის) ალბათ, საფრანგეთი არგენტინას ან ბრაზილიას შეხვდება.

– და მოიგებს?

– უნდა მოიგოს.

წყარო სპორტსიახლენი

ნანახია: 228 | დაამატა: sashka | რეიტინგი: 0.0/0 |
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email:
კოდი *:
შესვლის ფორმა
E-mail:
პაროლი:
კატეგორიები
სატრანსფერო სიახლეები [1272]
გაეცანით სატრანსფერო ბაზრის უახლეს ამბებს!
ექსკლუზიური ინტერვიუები [7]
ამ კატეგორიაში თქვენ შეგიძლიათ გაეცნოთ მხოლოდ ექსკლუზიურ მასალას! ექსკლუზიური ინტერვიუები ფეხბურთელებთან და ფეხბურთის სპეციალისტებთან!
სამწვრთნელო გადაადგილებები [69]
სამწვრთნელო ”მიდი-მოდი”
წინასასეზონო მზადება [61]
გაეცანით ინფორმაციას ევროპული გრანდების მიერ გამართული ამხანაგური შეხვედრებისა და მათი მონაწილეობით გამართული მცირე ტურნირების თაობაზე.
2009/2010 წლების სეზონის საფეხბურთო კალენდარი [23]
გაეცანით ევროპის წამყვანი ქვეყნების საფეხბურთო ჩემპიონატების უმაღლესი ლიგების კალენდარს
სანაკრებო ტურნირები [149]
გაეცანით ნებისმიერი სანაკრებო ტურნირის სიახლეებს!
ჩემპიონთა ლიგა [172]
გაეცანით ჩემპიონთა ლიგის სიახლეებს!
ევროპის ლიგა [39]
გაეცანით ევროპის ლიგის შესახებ სიახლეებს!
ლიბერტადორესის თასი [2]
გაეცანით სიახლეებს ლიბერტადორესის თასის შესახებ
ქართული ფეხბურთი [46]
გაეცანით ქართული ფეხბურთის სიახლეებს!
ქართველი ლეგიონერების კლუბები [28]
ადევნეთ თვალი ქართველი ლეგიონერების საზღვარგარეთულ კლუბებში გამოსვლებს
ინგლისის პრემიერლიგა [260]
ესპანეთის პრიმერა დივიზიონი [116]
იტალიის სერია "ა" [184]
გერმანიის ბუნდესლიგა [95]
საფრანგეთის ლა ლიგა [11]
სხვადასხვა [77]
პირდაპირი ტრანსლაციების პროგრამა [12]
გაეცანით ჩვენს საიტზე დაგეგმილი პირდაპირი ტრანსლაციების პროგრამას!
ძებნა
კალენდარი
«  ნოემბერი 2009  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
      1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30
არქივი
ჩვენი გამოკითხვა
რომელი ქვეყნის ეროვნული ნაკრები დაიკავებს ჯგუფში პირველ ადგილს?
სულ პასუხი: 315
მინი-ჩათი
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 3
სტუმარი: 3
მომხმარებელი: 0
საიტის პარტნიორები

საფეხბურთო კონკურსი

DAIKIDE.GE


mybet.ge
barcamania.tk
internazionale.ucoz.com/