"ბებერი ქალბატონის" ტრამვირებულთა სიას კიდევ ერთი ფეხბურთელი მიემატა.ვინჩენცო იაკინტას ქირურგიული ჩარევა ესაჭიროება.სავარაუდოდ,იგი 40 დღე ვერ ითამაშებს.ამ უიკენდებზე ფეხბურთელს არ უთამაშია სიენასთან,რადგან კვირის ვარჯიშზე ტრავმა მიიღო.ტესტების გავლის შემდეგ შედეგი არც ისე კარგი აღმოჩნდა.
ამ ყველაფერზე იუვენტუსის ოფიციალური ვებ-საიტიც იტყობინება :
"ტესტებმა აჩვენა,რომ იაკინტას ოპერაცია სჭირდება.მას ფლავიო ქუაგლია ჩაუტარებს ტურინის კლინიკაში."
ზუსტი გამოჯამრთელების დრო გუნდს არ დაუკონკრეტებია,თუმცა Tuttosport იტყობინება,რომ 40 დღე ფეხბურთელს დასვენება მოუწევს.