
ფეხბურთის ისტორიისა და სტატისტიკის საერთაშორისო ფედერაციამ (IFFHS)
მარტის მსოფლიოს საკლუბო რეიტინგი გამოაქვეყნა. დავიწყოთ ქართული
კლუბებით. რეიტინგში ოთხი მათგანია წარმოდგენილი და წინა თვის მსგავსად,
საუკეთესო პოზიცია კვლავ თბილისის �დინამოს� უკავია. �დინამო� ერთი
საფეხურით დაქვეითდა და დღეისთვის 180-ე ადგილზეა; ორი პოზიციით უკან
დაიხია საქართველოს ჩემპიონატის ერთპიროვნულმა ლიდერმა რუსთავის
�ოლიმპმა�, რომელიც თებერვალში 191-ე იყო, ახლა კი 193-ეა; ხუთი ადგილით
დაქვეითდა �ზესტაფონი�, რომელიც 223-ედან 228-ე პოზიციამდე დაეშვა;
ერთადერთი ქართული კლუბი, რომელმაც ზევით აინაცვლა, �ვიტ ჯორჯიაა�.
ვეტერინარებმა 301-ედან მე-300 ადგილზე გადაინაცვლეს და ქართულ ოთხეულში
კვლავ ბოლოები არიან.
საუკეთესო ათეულში კი ასეთი მდგომარეობაა: 1. ბარსელონა
(ესპანეთი), 2. ჩელსი (ინგლისი), 3. ვერდერი (გერმანია), 4. მანჩესტერ
იუნაიტედი (ინგლისი), 5. შახტიორი (უკრაინა), 6. არსენალი (ინგლისი), 7.
ესტუდიანტესი (არგენტინა), 8. კრუზეირო (ბრაზილია), 9. ჰამბურგი
(გერმანია), 10. რომა (იტალია).
|