ტურინის "იუვენტუსის" მესვეურები, მადრიდის "რეალის" ახალგაზრდა ტალანტის, გონსალო იგუაინის შეძენას ეცდებიან. როგორც იტალიური გამოცემები იუწყებიან, არგენტინელი ფორვარდი 35 მილიონი ევრო ღირს, მიუხედავად საკმაოდ სერიოზული ფასისა, "მოხუცი სენიორას" ხელმძღვანელობა მის გადმობირებას მაინც აპირებს. პიპიტა სამეფო კლუბის წაყვანი ფეხბურთელი და არგენიტნის ნაკრების შეუცვლელი ფიგურაა. იგუაინი ბრწყინვალე ფორმაშია, იგი გოლს–გოლზე იტანს, მან 16 ჩატარებულ შეხვედრაში, 12 ბურთის შეგდება მოახერხა, ეს კი დამეთანხმებით, ბრწყინვალე შედეგია. ახალგაზრდა ტალანტი კარიერის საუკეთესო წლებს ატარებს, მისი გოლის ალღო შეუცდომელი და რაც მთავარია შედეგიანია. "ბლანკოსის" ბოსები, მის გასხვისებას არ გეგმავენ და პირიქით, ზღაპრული კონტრაქტის შეთევაზებას გეგმავენ. ყველაფერს დამდეგ, ზაფხულის სატრანსფერო სეზონზე შევიტყობთ, ასეთი განცხადებები კი, ჯერ–ჯერობით ჭორების დონეზე ვრცელდება. |