"როსონერის" მთავარი მწვრთნელი მარკო ბორიელოზე საუბრობს... ლეონარდოს განცხადებით, იტალიელი ფორვარდი ძალიან კარგ ფორმაშია და მანჩესტერ "იუნაიტედთანაც" უეჭველად ითამაშებს. შეგახსენებთ, რომ მარკომ გასულ ტურში "ბარის" ულამაზესი გოლი გაუტანა. "ბორიელოს განსაკუთრებული გოლის ალღო აქვს. მარკო საკუთარი კარიერის პიკს უახლოვდება, იგი დიდებულ ფორმაშია, მას იმდენი გააქვს, რამდენიც საჭიროა... იტალიელი ფორვარდი "როსონერიში" გაცილებით უფრო კარგად თამაშობს, ვიდრე ამას "ჯენოაში" აკეთებდა." – განაცხადა ლეონარდომ პრესკონფერენციაზე. "მისი ყოველთვის მჯეროდა, ბორიელო "მანჩესტერთან" გასამართ შეხვედრაშიც აუცილებლად ითამაშებს... მარკო ჩვენი შემტევი პოტენციალის ერთ–ერთი მთავარი შემოქმედია."f |