იტალიის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა მარჩელო ლიპიმ იტალიურ პრესასთან ინტერვიუში კიდევ ერთხელ ისაუბრა მსოფლიო ჩემპიონატის შესახებ. "იდეალურ შემთხვევაში მსოფლიო ჩემპიონატზე ნაკრებს ერთი თვის განმავლობაში 7 თამაშის გამართვა მოუწევს. ასეთ შემთხვევაში კი უპირატესობა მიენიჭებათ გამოცდილ და ფიზიკურად გამძლე ფეხბურთელებს, რომელთა ასაკი სასურველია 24 წელს აღემატებოდეს". ამგვარად მარჩელო ლიპიმ ფაქტიურად ბოლო იმედიც გადაუწურა პერსპექტიულ იტალიელ ახალგაზრდებს, რომლებიც მსოფლიო ჩემპიონატზე მოხვედრაზე ოცნებობდნენ.