პრესაში გავრცელებული ცნობების თანახმად, საუდის არაბეთის პრინც ფაისად ბინ ფად ბინ აბდულას დაგეგმილი აქვს რომელიმე ინგლისურ კლუბში ინვესტიციის განხორციელება. ტაბლოიდების ვარაუდით ეს კლუბი ყველაზე დიდი შანსია გახდეს ”ლივერპული”, რომლის ამერიკელ მფლობელებს ტომ ჰიკსსა და ჯორჯ ჯილეტს ფინანსური პრობლემები აქვთ და კლუბის 50%-ის გასხვისებაზე ფიქრობენ. გარიგების გაფორმების შემთხვევაში საუდის არაბეთის ტახტის მემკვიდრეს ინგლისური კლუბის აქციათა ნახევარი სავარაუდოდ 200-დან 350 მლნ. ფუნტ სტერლინგამდე დაუჯდება.