არგენტინის ფეხბურთის ფედერაციის დელეგაცია, რომელშიც ამ ქვეყნის ეროვნული ნაკრების მწვრთნელი დიეგო მარადონაც შედიოდა, სამხრეთ აფრიკაში, პრეტორიაში შეკრებაზე მყოფ რუსეთის მორაგბეთა ნაკრებს ეწვია.
არგენტინის ნაკრები 2010 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე სწორედ ამ ბაზაზე აპირებს ცხოვრებას. არგენტინული დელეგაციის ვიზიტის მიზანიც სწორედ ბაზის დათვალიერება იყო.
რუსები კი ამასობაში ტესტმატჩისთვის ემზადებიან. ხვალ ჩვენი მომავალი მეტოქე დაუპირისპირდება ნამიბიის ეროვნულ ნაკრებს, რომელსაც მსოფლიო თასის საგზური უკვე მოპოვებული აქვს.