მასიმო მორატი უკმაყოფილოა - 26 დეკემბერში 2009 - ყველაფერი ფეხბურთის შესახებ!
პარასკევი, 30.07.2010, 07:26 | მოგესალმები სტუმარი

ყველა საფეხბურთო სიახლე ერთ საიტზე

მთავარი » 2009 » დეკემბერი » 26 » მასიმო მორატი უკმაყოფილოა
მასიმო მორატი უკმაყოფილოა
12:17

მილანის ინტერი საშინაო არენის კლუბად ითვლება. იტალიის სერია ა–ში მას გუნდი ვერ სჯობს და წელსაც გუნდი პირველ ადგილზე იმყოფება. ასე იყო რობერტო მანჩინის და ასეა ჯოზე მოურინიუს დროს.

მაგრამ კლუბის პრეზიდენტი მასიმო მორატი იმის გამოც წუხს, რომ მისი გუნდი საერთაშორისო არენაზე კარგა ხანია წარმატებას ვერ აღწევს და შესაძლოა, მომავალ წელსაც ჩემპიონთა ლიოგის ფინალმა მის გარეშე ჩაიაროს.

ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში ინტერი ჩელსის დაუპირისპირდება. ჟოზე მოურინიუ ლონდონში ბრუნდება და დიდია შანსი იმისა, რომ მოურინიუ ორი მატჩის ჯამში დამარცხდეს.

– სენიორ მორატი, კმაყოფილი ხართ კენჭისყრის შედეგებით?

– არა.

– რატომ?

– სჯობდა, ჩელსის ფინალში შევხვედროდით. მიმაჩნია, რომ ძალიან რთული მეტოქე შეგვხვდა.

– თქვენ ვის აირჩევდით?

– ახლა ამას აზრი აღარ აქვს.

– მოურინიუს ესაუბრეთ?

– დიახ.

– რას ამბობს?

– გახარებული ნამდვილად არ არის, მაგრამ, როგორც მითხრა, საკმაოდ მოტივირებულია და არაფრის დათმობას აპირებს.

– მას შემდეგ, რაც ბარსელონამ კიევში დინამო დაამარცხა, ჯგუფში მეორე ადგილი დაიკავეთ და მერვედფინალის კენჭისყრისას, უკვე წინასწარ იცოდით, შედარებით რთული მოწინააღმდეგის პირისპირ რომ მოგიწევდათ თამაში.

– ჩვენ საზიზღრად ვითამაშეთ ბარსელონაში, რის გამოც ჯგუფური ეტაპის მეორე საფეხურზე დასრულება მოგვიხდა. თუმცა, ჩემპიონთა ლიგის პირველი სტადიის დასკვნითი შეხვედრა ყაზანის რუბინთან მშვენივრად ჩავატარეთ, რაც ფლეი–ოფში ასპარეზობისას ოპტიმიზმის საფუძველს მაძლევს.

– სეზონის წინ ნერაძურის გულშემატკივრებს დაპირდით, რომ გუნდი ნავსს გატეხდა და ჩემპიონთა ლიგაზე ამჯერად წარმატებით გამოვიდოდა...

– კარგად მახსოვს ნებისმიერი ჩემი დანაპირები და შევეცდებით, ჩვენი ერთგული ქომაგები არ გავაწბილოთ. ბოლოსდაბოლოს, ხომ უნდა დავამტკიცოთ, ევროპის საკლუბო ელიტაში რომ შევდივართ!

ვიმედოვნებ, წელს უკეთ გამოვალთ და ის კოშმარი, რაც ბოლო ორ გათამაშებაში ლივერპულსა და მანჩესტერ იუნაიტედთან წაგებებს მოჰყვა, აღარ განმეორდება.

– მაინც, რა დაგაკლდათ ინგლისური ბარიერის დასაძლევად?

– მხოლოდ იღბალი. ვიმედოვნებ, ამჯერად ფორტუნა ზურგს არ შეგვაქცევს.

– რომელ გუნდს უფრთხოდით ყველაზე მეტად მერვედფინალში?

– შიშით არც ერთის გვეშინოდა, სიფრთხილე კი ნებისმიერ მეტოქესთანაა გამოსაჩენი. ძალიან ძლიერად ჩაატარა ჯგუფური ეტაპი ბორდომ. გუნდი ტექნიკური და გამოცდილი ფეხბურთელებითაა დაკომპლექტებული, კოლექტივი საკუთარ შესაძლებლობებში დარწმუნებულია, ეს კი მნიშვნელოვანი ფაქტორია.

არსენალი ჩემპიონთა ლიგის ყველაზე ახალგაზრდა გუნდია, თუმცა, არც მის დამრიგებელს და არც მოთამაშეებს აკლიათ გამოცდილება. სევილიას რაც შეეხება, თუ ანდალუსიელებს ისე არ მივუდექი, როგორც მადრიდის რეალს, ან მანჩესტერ იუნაიტედს, წაგება არ აგცდება.

მაგრამ ახლა ამაზე საუბარი უკვე გვიანია. ჩვენი მეტოქე ლონდონის ჩელსია და ეს გუნდი აუცილებლად უნდა დავამარცხოთ, რადაც უნდა დაგვიჯდეს. ცუდია, ასეთი ძლიერი მეტოქე საწყის ეტაპზევე რომ შეგვხვდა, მაგრამ, რას ვიზამთ, ამას ვერსად გავექცევით.

– თქვენზეც ასე ფიქრობენ ლონდონში...

– ძალიან კარგი.

ნანახია: 121 | დაამატა: sashka | რეიტინგი: 0.0/0 |
სულ კომენტარები: 1
0  
1 lukaaa   (26.12.2009 19:42)
forzaaa inter!!! darcmunebuli var chaudeben chelseasssssssss ;)))))

სახელი *:
Email:
კოდი *:
შესვლის ფორმა
E-mail:
პაროლი:
კატეგორიები
სატრანსფერო სიახლეები [1272]
გაეცანით სატრანსფერო ბაზრის უახლეს ამბებს!
ექსკლუზიური ინტერვიუები [7]
ამ კატეგორიაში თქვენ შეგიძლიათ გაეცნოთ მხოლოდ ექსკლუზიურ მასალას! ექსკლუზიური ინტერვიუები ფეხბურთელებთან და ფეხბურთის სპეციალისტებთან!
სამწვრთნელო გადაადგილებები [69]
სამწვრთნელო ”მიდი-მოდი”
წინასასეზონო მზადება [61]
გაეცანით ინფორმაციას ევროპული გრანდების მიერ გამართული ამხანაგური შეხვედრებისა და მათი მონაწილეობით გამართული მცირე ტურნირების თაობაზე.
2009/2010 წლების სეზონის საფეხბურთო კალენდარი [23]
გაეცანით ევროპის წამყვანი ქვეყნების საფეხბურთო ჩემპიონატების უმაღლესი ლიგების კალენდარს
სანაკრებო ტურნირები [149]
გაეცანით ნებისმიერი სანაკრებო ტურნირის სიახლეებს!
ჩემპიონთა ლიგა [172]
გაეცანით ჩემპიონთა ლიგის სიახლეებს!
ევროპის ლიგა [39]
გაეცანით ევროპის ლიგის შესახებ სიახლეებს!
ლიბერტადორესის თასი [2]
გაეცანით სიახლეებს ლიბერტადორესის თასის შესახებ
ქართული ფეხბურთი [46]
გაეცანით ქართული ფეხბურთის სიახლეებს!
ქართველი ლეგიონერების კლუბები [28]
ადევნეთ თვალი ქართველი ლეგიონერების საზღვარგარეთულ კლუბებში გამოსვლებს
ინგლისის პრემიერლიგა [260]
ესპანეთის პრიმერა დივიზიონი [116]
იტალიის სერია "ა" [184]
გერმანიის ბუნდესლიგა [95]
საფრანგეთის ლა ლიგა [11]
სხვადასხვა [77]
პირდაპირი ტრანსლაციების პროგრამა [12]
გაეცანით ჩვენს საიტზე დაგეგმილი პირდაპირი ტრანსლაციების პროგრამას!
ძებნა
კალენდარი
«  დეკემბერი 2009  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031
არქივი
ჩვენი გამოკითხვა
რომელი ქვეყნის ეროვნული ნაკრები დაიკავებს ჯგუფში პირველ ადგილს?
სულ პასუხი: 315
მინი-ჩათი
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 2
სტუმარი: 2
მომხმარებელი: 0
საიტის პარტნიორები

საფეხბურთო კონკურსი

DAIKIDE.GE


mybet.ge
barcamania.tk
internazionale.ucoz.com/