მილანი - მანჩესტერი ( Calcio VS Premier League ) - 16 თებერვალში 2010 - ყველაფერი ფეხბურთის შესახებ!
პარასკევი, 30.07.2010, 07:32 | მოგესალმები სტუმარი

ყველა საფეხბურთო სიახლე ერთ საიტზე

მთავარი » 2010 » თებერვალი » 16 » მილანი - მანჩესტერი ( Calcio VS Premier League )
მილანი - მანჩესტერი ( Calcio VS Premier League )
12:45

დღეს იმართება კიდევ ერთი დიდი დაპირისპირება იტალურ და ინგლისურ ფეხბურთს შორის, ძალებს ერთმანეთში იტალიური და ინგლისური ფეხბურთის გრანდები მილანი და მანჩესტერ იუნაიტედი გაარკვევენ. ისინი ერთმანეთს ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალშ გადაეყარნენ და ეს მათი მეცხრე დაპირისპირება იქნება, აქამდე გამართული 8 მატჩიდან 5 ში მილანელებმა იმარჯვეს, ხოლო 3 კი ინგლისელების სასარგებლოდ დამთავრდა, თუმცა აღსანიშნავია ის ფაქტი რომ ეს ყველა მატჩი ორრაუნდიანი დაფირისპირება გახლდათ და საერთო ჯამში ყოველთვის მილანი გამოდიოდა გამარჯვებული, სან სიროზე მილანელებს 4 დან 4 მატჩი აქვთ მოგებული, უკანასკნელი მათგანი კი მანცესტერელთათვის სავალალო შედეგით 3-0 დასრულდა.

ყველაფერი ამის დამატები ინტრიგა კიდევ ის არის, რომ მანჩესტერის ცოცხალი ლეგენდა დევიდ ბექჰემი პირველად ითამაშებს თავისი ყოპილი კლუბის წინააღმდეგ. ალბათ ყველას კარგად გახსოვთ მისი დაპირისპირება სერ ალექს ფერგიუსონთან, რაც მისი მანჩესტერის დატოვების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი იყო, ბექჰემმა წინასამატცო ინტერვიუში განაცხადა რომ მას გულში არანაირი ბოღმა არ გააჩნია სერ ალექსის მიმართ, თუმცა როგორ უნდა იყო ადამიანზე კარგად განწყობილი როდესაც მისგან ბუცი მოგხვდება თავში ეს ალბათ მხოლოდ ბექჰემმა იცის.

1999 წელს ბექჰემმა და მანჩესტერმა ჩემპიონთა ლიგა მოიგეს, ბექჰემი მაჩინ მანჩესტერის ერთ-ერთი ლიდერი იყო და ამ წამატებაში ლომის წვლილი სეიტანა, საერთო ჯამში კი ბექზის 400 მდე მატჩი აქვს ჩატარებული წითელ ეშმაკუნების მაისურით, რასაც 84 გატანილი გოლი ახლავს თან.

არ შეიძლება უყურადღებოთ დავტოვოთ მანცესტერის ახალი ლიდერის, უეინ რუნის ჩნებული თამაში. უეინი ამჟამად ჩინებულ ფორმაშია და ზალზედ ბევრ გოლსაც იტანს, ამ სეზონში მან უკვე 23 გოლის გატანა და ამ ციფრების ბევრად გაზრდას აპირებს.

მილანელთა ამჟამინდელი მწვრტნელი ლეონარდო, ოპტიმისტურად არის განწყობილი და მანჩესტერის დამარცხების დიდი იმედი აქვს. ლეონარდოს ხელმძღვანელობით მილანი სანახაობრივ და კარგ თამაშს ანახებს, რაც რათქმაუნდა შედეგზეც ისახება, ისინი სერია ა ში რომათსან ერთად ინტერის კონკურენტებად მოისაზრებიან და ცემპიონობისთვის მიუხედავად საკმაო ჩამორჩენისა მაინც განაგრძობენ ბრძოლას.

იმედიანადაა განწყობილი მილანელთა კაპიტანიც, მასიმო ამბროზინი ინტერვიუში განაცხადა რომ მისი გუნდი ძალზედ კარგ ფორმაშია და მანჩესტერელთა დამარცხება არ უნდა გაუჭირდეთ: "მანჩესტერი ჩინებული გუნდია ჩინებული მწვრთნელით, თუმცა ცვენ საკუთარ კედლებშ ვტამაშბთ და აქ ნებისმიერი მეტოქის დამარცხება შეგვიძლია, დარწმუნებული ვარ რომ მატჩს სასურველი შედეგით დავასრულებთ ".

მატჩზე დასასწრებად მილანში უამრავი ინგლისელი და არამარტო ინგლისელი მანჩესტერის ქომაგია ჩასული საკუთარი გუნდის მხარდასაჭერად, ინგლისელებმა ნამდვილად იციან როგორ უქომაგონ თავიანთ გუნდს, გამონაკლისი კი არც მანჩესტერია.

თუმცა ხანდახან ზედმეტებიც მოსდით ხოლმე და სწორედ ამიტომ სან სიროზე ძალზედაა გაძლიერებული დაცვა რადგან რამე უპრეცენდენტო შემთხვევას არ ქონდეს ადგილი.

ლეონარდომ და სერ ალექს ფერგიუსონმა მატჩისთვის შემდეგი ფეხბურთელები იხმეს :

მილანის განაცხადი:
მეკარეები: აბიატი, დიდა
მცველები: აბატე, ანტონინი, ბონერა, ფავალი, იანკულოვსკი, კალაძე, ნესტა, ტ.სილვა, ოდო
ნახევარმცველები: ამბროზინი, ბექჰემი, ფლამინი, გატუზო, პირლო, ზეედორფი
თავდამსხმელები; ჰუნტელაარი, ინძაგი, პატო, რონალდინიო

მანჩესტერის განაცხადი:
მეკარეები: ვან დერ საარი, კუსჟაკი, ფოსტერი
მცველები: ნევილი, ბრაუნი, ევანსი, ფერდინანდი, ფაბიო, რაფაელი, ევრა
ნახევარმცველები: პარკი, ნანი, ობერტანი, სქოულზი, ფლეტჩერი, კერიკი, გიბსონი, ვალენსია
თავდამსხმელები: რუნი, ბერბატოვი, ოუენი, დიუფი

კატეგორია: ჩემპიონთა ლიგა | ნანახია: 154 | დაამატა: McCa1N | რეიტინგი: 5.0/1 |
სულ კომენტარები: 2
0  
2 patukinho   (16.02.2010 15:12)
biggrin magari statiaa dzaan hands up (ra tqma unda milani gaimarjvebs)

0  
1 McCa1N   (16.02.2010 13:44)
1 საათია ვწერ wacko biggrin

სახელი *:
Email:
კოდი *:
შესვლის ფორმა
E-mail:
პაროლი:
კატეგორიები
სატრანსფერო სიახლეები [1272]
გაეცანით სატრანსფერო ბაზრის უახლეს ამბებს!
ექსკლუზიური ინტერვიუები [7]
ამ კატეგორიაში თქვენ შეგიძლიათ გაეცნოთ მხოლოდ ექსკლუზიურ მასალას! ექსკლუზიური ინტერვიუები ფეხბურთელებთან და ფეხბურთის სპეციალისტებთან!
სამწვრთნელო გადაადგილებები [69]
სამწვრთნელო ”მიდი-მოდი”
წინასასეზონო მზადება [61]
გაეცანით ინფორმაციას ევროპული გრანდების მიერ გამართული ამხანაგური შეხვედრებისა და მათი მონაწილეობით გამართული მცირე ტურნირების თაობაზე.
2009/2010 წლების სეზონის საფეხბურთო კალენდარი [23]
გაეცანით ევროპის წამყვანი ქვეყნების საფეხბურთო ჩემპიონატების უმაღლესი ლიგების კალენდარს
სანაკრებო ტურნირები [149]
გაეცანით ნებისმიერი სანაკრებო ტურნირის სიახლეებს!
ჩემპიონთა ლიგა [172]
გაეცანით ჩემპიონთა ლიგის სიახლეებს!
ევროპის ლიგა [39]
გაეცანით ევროპის ლიგის შესახებ სიახლეებს!
ლიბერტადორესის თასი [2]
გაეცანით სიახლეებს ლიბერტადორესის თასის შესახებ
ქართული ფეხბურთი [46]
გაეცანით ქართული ფეხბურთის სიახლეებს!
ქართველი ლეგიონერების კლუბები [28]
ადევნეთ თვალი ქართველი ლეგიონერების საზღვარგარეთულ კლუბებში გამოსვლებს
ინგლისის პრემიერლიგა [260]
ესპანეთის პრიმერა დივიზიონი [116]
იტალიის სერია "ა" [184]
გერმანიის ბუნდესლიგა [95]
საფრანგეთის ლა ლიგა [11]
სხვადასხვა [77]
პირდაპირი ტრანსლაციების პროგრამა [12]
გაეცანით ჩვენს საიტზე დაგეგმილი პირდაპირი ტრანსლაციების პროგრამას!
ძებნა
კალენდარი
«  თებერვალი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
არქივი
ჩვენი გამოკითხვა
რომელი ქვეყნის ეროვნული ნაკრები დაიკავებს ჯგუფში პირველ ადგილს?
სულ პასუხი: 315
მინი-ჩათი
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 2
სტუმარი: 2
მომხმარებელი: 0
საიტის პარტნიორები

საფეხბურთო კონკურსი

DAIKIDE.GE


mybet.ge
barcamania.tk
internazionale.ucoz.com/