გუშინ გვიან ღამით მილანში ნამდვილი საფეხბურთო ატმოსფერო სუფევდა, სან სიროზე 80 ათასი გულშემატკივარი იმედიანად ქომაგობდა თავის საყვარელ გუნდს, თუმცა სერ ალექს ფერგიუსონის შეგირდებმა მთელ მილანს იმედები გაუცრუეს და ღირსეული გამარჯვება მოიპოვეს. მატჩი ძალზედ დაძაბული აღმოჩნდა და გარდამავალი უპირატესობით წარიმართა, იყო უამარავი გამოუყენებელი მომენტი, ორივე გუნდი ძალზედ ცუდად თამაშობდა დაცვაში, ხოლოშეტევაში კი პირიქით, განსაკუთრებით დიდი აღნიშვნის ღირსია უეინ რუნის თამაში, რომელმაც დუბლი შეასრულა და თავისი გუნდის გამარჯვებაში ლომის წვლილი შეიტანა, თუმცა არ უნდა დაგვავიწყდეს რონალდინიო, რომელმაც ასევე ჩინებულად ჩაატარა მატჩი გოლიც გაიტანა საგოლე პასიც შეასრულა, თუმცა ეს ყოველივე მილანელთათვის საკმარისი არ აღმოჩნდა ... მოკლე პრევიუ : მილანი: დიდა, ბონერა, ნესტა, სილვა, ანტონინი (ფავალი 38′), პირლო, ამბროზინი, ბექჰემი (ზეედორფი 72′), რონალდინიო, პატო,ჰუნტელაარი (ინძაგი 77′). მწვრთნელი: ლეონარდო. მანჩესტერ იუნაიტედი: ვან დერ სარი, ევრა, ევანსი, ფერდინანდი,რაფაელი (ბრაუნი 93′), ფლეტჩერი, კერიკი, სქოულზი, ნანი (ვალენსია 65′), პარკი, რუნი. მწვრთნელი: სერ ალექს ფერგიუსონი. ყვითელი: რონალდინიო , კერიკი, რუნი წითელი: კერიკი გოლები : რონალდინიო 3′ (1:0), სქოულზი 36′ (1:1), რუნი 66′ (1:2), 74′ (1:3), ზეედორფი 85′ (2:3). ვიდეო : სტატისტიკა : დარტყმები: 16 - 14 კარში დარტყმები 6 - 4 ჯარიმები 15 - 18 ყვითლები 1 - 3 წითლები 0 - 1 თამაშგარე 0 - 2 კუთხურები 6 - 4 ბურთის ფლობა 48% - 52% ინტერვიუები : უეინ რუნი (მანჩესტერი) : " მატჩი ჩვენთვის კოშმარულად დაიწყო, მესამე წუთზე მიღებულმა გოლმა ცოტა ხნით შოკში ჩაგვაგდო, თუმცა მალევე შევძელით კონცენტრირება. ჩვენი გამარჯვება სან სიროზე, ნამდვილად დამსახურებული იყო, მიუხედავად იმისა რომ მეტოქე საკუთარ კედლებში თამაშობდა მაინც შევძელით მათი დამარცხება. პირველ ტაიმში მე ძალზედ გაბრაზებული გახლდით, ჩემი აღშფოთება იმით იყო გამოწვეული, რომ თავის მოვალეობას ყველა არ ასრულებდა, თუმცა შემდეგ ყველაფერი გამოსწორდა. მოხარული ვარ რომ 2 გოლი გავიტანე, თუმცა ჩემთვის ყველაზე მთავარი გუნდის გამარჯვებაა და არა ის თუ რამდენ გოლს გავიტან" . სერ ალექს ფერგიუსონი (მანჩესტერი) : " ჩვენ დაუშვით უამრავი შეცდომა, ვთვლი რომ მატჩის დასაწყისი მეტოქეს საკმაოდ კარგი გამოუვიდა, რამაც ჩვენ საკმაო ნერვიულობა გადაგვატანინა. როცა ჩვენ დავწყნარდით ყველაფერი თავის ადგილებზე დადგა. პორველ რიგში მე ვთქვი რომ, საჭიროა ბურთის დიდხანს დაჭერა და ასევე რუნის გამოყენება, ეს ბიჭი ნამდვილად სასწაულებს ახდენს. მე ვიცოდი რომ მას შეუძლია მეტოკის მცველებზე ზეწოლა და ეს ყოველივე ყველამ კარგად ნახა მოურე ტაიმში, ის ფანტასტიური იყო. მატჩის ბოლოს ჩვენ კარნაბვალი მოვაწყვეთ, გვეგონა რომ 1-3 საბოლოო ანგარიში იქნებოდა, თუმცა მილანელებმა მაინც შეძლეს მეორე გოლის გატანა, რაც ძალზედ ცუდი იყო. მტავარია რომ ჩვენ სან სიროზე გავიმარჯვეთ, ეს კი უდიდეს უპირატესობას გვაძლევს მომდევნო მატჩის წინ" . დევიდ ბექჰემი (მილანი) : " ამ მატჩის დროს უბრალოდ შესანიშნავი ატმოსფერო იყო, მე ძალზედ მოზღვავებული მქონდა ემოციები. ეს ყოველივე მოსალოდნელიც იყო, რადგან მე ვთამაშობდი იმ გუნდის წინააღმდეგ რომლის მაისურსაც 10 წელი ღირსეულად ვატარებდი. მაგრამ მე ეხლა მილანის ფეხბურთელი ვარ და ყველანაირად ვეცდები მას მეოთხედფინალში გასასვლელად დავეხმარო, რაც მერწმონეთ ძალზედ ძნელი იქნება, რადგან ჩვენ ოლდ ტრაფორდზე ორბურთიანი სხვაობით გვჭირდება მოგება, თუმცა შეუძლებელი არაფერია" . ლეონარდო (მილანი) : " ჩვენთვის ჯერ კიდევ არაფერი არაა დაკარგული, მილანმა დაამტკიცა, რომ როცა ჩვენ საკუთარ ფეხბურთს ვთამაშობთ მანჩესტერისთვის უამარავი პრობლემის შექმნა შეგვიძლია. იყო მომენტი როდესაც ცვენ დავკარგეთ კონცენტრაცია, რაც საკუთარ კარშ მიღებული ორი გოლის საფასურად დაგვიჯდა. ჩემი აზრით პირველი ტაიმი 3-0 უნდა მოგვეგო, ტუმცა ზოგ ეპიზოდში მსაჯებმა ზოგშიც კი ფეხბურთელებმა საბედისწერო შეცდომები დაუშვეს. მოუთმენლად ველი განმეორებით მატჩს და დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ მანჩესტერის სტუმრად დამარცხება შეგვიძლია" . |