მორიენტესი ბერნაბეუს მოინახულებს - 27 სექტემბერში 2009 - ყველაფერი ფეხბურთის შესახებ!
პარასკევი, 30.07.2010, 07:19 | მოგესალმები სტუმარი

ყველა საფეხბურთო სიახლე ერთ საიტზე

მთავარი » 2009 » სექტემბერი » 27 » მორიენტესი ბერნაბეუს მოინახულებს
მორიენტესი ბერნაბეუს მოინახულებს
20:09

ოთხშაბათს, ჩემპიონთა ლიგის მე-2 ტურში, "რეალი" "მარსელს" უმასპინძლებს. ფრანგული კლუბის ესპანელი შემტევისთვის, ფერნანდო მორიენტესისთვის ეს შეხვედრა გამორჩეული იქნება - იგი ხომ 7 წლის განმავლობაში იცავდა მადრიდელთა ღირსებას.
მომავალი დაპირისპირების წინ მორიენტესი გამოტყდა, რომ "სანტიაგო ბერნაბეუზე" დაბრუნება, მით უმეტეს მეტოქის რანგში, მისთვის ძალიან ემოციური მომენტი იქნება. ამასთან, "მორო" აღიარებს, რომ იგი დღემდე გულშემატკივრობს "რეალს", მის უმთავრეს ვარსკვლავად კი, რაული მიაჩნია.
"მომავალ შეხვედრას პატარა ბავშვივით ველი. თითქოს, ეს ჩემი პირველი თამაში იყოს. დარწმუნებული არ ვარ, რომ მოედანზე გასვლის დროს თვალები არ ამიცრემლიანდება. თუმცა, არც მატჩის სპორტულ მხარეს ვივიწყებ - კარგად მესმის, რომ წაგების შემთხვევაში, ჯგუფიდან ჩვენი გასვლის შანსს პრაქტიკულად წითელი ხაზი გადაესმება... დასამალი რა მაქვს - "რეალში" გატარებული კარიერის საუკეთესო 7 სეზონი ჩემში ისე ჩაიბეჭდა, რომ სამუდამოდ ამ კლუბის გულშემატკივრად ვიქეცი. სადაც არ უნდა წავიდე და რა სიტუაციაშიც არ უნდა აღმოვჩნდე, მუდამ მადრიდელთა ქომაგად დავრჩები... "რეალის" ხელმძღვანელობამ გასულ ზაფხულს არაერთი უმაღლესი დონის ფეხბურთელი შეიძინა, მაგრამ ჩემთვის, გუნდის უმთავრეს ვარსკვლავად მაინც რაული რჩება. იგი, გარდა იმისა, რომ უდიდესი პროფესიონალია, საოცარი ადამიანი და უერთგულესი პიროვნებაა. ვთვლი, რომ "რეალს" მისი დარი მოთამაშე არც ადრე ჰყოლია, არც ახლა ჰყავს და არც მომავალში ეყოლება. ამიტომ მას "სამეფო კლუბის" თითოეული ქომაგი უდიდესი პატივისცემით უნდა მოეპყროს", - მომავალი შეხვედრის წინ, მორიენტესის ეს კომენტარი გაზეთ AS-ის ინტერნეტ-ვერსიამ გაავრცელა.
"მორო" "რეალის" შემადგენლობაში 1997-2005 წლებში თამაშობდა და "სამეფოთა" ფორმით ჩატარებულ 182 შეხვედრაში 72 გოლის გატანა მოახერხა. სხვათა შორის, მას ჩემპიონთა ლიგაზე მადრიდელთა წინააღმდეგ თამაშის გამოცდილება უკვე გააჩნია. 2003-2004 წლებში იგი "მონაკოში" იყო განათხოვრებული, როცა ამ კლუბმა ლიგის მეოთხედფინალში, უმეტესწილად მორიენტესის შესანიშნავი თამაშის წყალობით, სწორედ "რეალს" სძლია, შემდეგ "ჩელსიც" ჩამოიშორა და მხოლოდ ფინალში დამარცხდა "პორტუსთან" (0:3).
მიმდინარე ჩემპიონთა ლიგის პირველ ტურში "მარსელმა" საკუთარ "ველოდრომზე" "მილანთან" წააგო (1:2), ხოლო "რეალმა" სტუმრად ტურნირის დებიუტანტ "ციურიხს" სძლია (5:2

ნანახია: 204 | დაამატა: sashka | რეიტინგი: 5.0/1 |
სულ კომენტარები: 2
0  
2 sashka   (27.09.2009 22:18)
madloba smile

0  
1 McCa1N   (27.09.2009 21:13)
საღოლ საშკა კაი სტატიაა cool

სახელი *:
Email:
კოდი *:
შესვლის ფორმა
E-mail:
პაროლი:
კატეგორიები
სატრანსფერო სიახლეები [1272]
გაეცანით სატრანსფერო ბაზრის უახლეს ამბებს!
ექსკლუზიური ინტერვიუები [7]
ამ კატეგორიაში თქვენ შეგიძლიათ გაეცნოთ მხოლოდ ექსკლუზიურ მასალას! ექსკლუზიური ინტერვიუები ფეხბურთელებთან და ფეხბურთის სპეციალისტებთან!
სამწვრთნელო გადაადგილებები [69]
სამწვრთნელო ”მიდი-მოდი”
წინასასეზონო მზადება [61]
გაეცანით ინფორმაციას ევროპული გრანდების მიერ გამართული ამხანაგური შეხვედრებისა და მათი მონაწილეობით გამართული მცირე ტურნირების თაობაზე.
2009/2010 წლების სეზონის საფეხბურთო კალენდარი [23]
გაეცანით ევროპის წამყვანი ქვეყნების საფეხბურთო ჩემპიონატების უმაღლესი ლიგების კალენდარს
სანაკრებო ტურნირები [149]
გაეცანით ნებისმიერი სანაკრებო ტურნირის სიახლეებს!
ჩემპიონთა ლიგა [172]
გაეცანით ჩემპიონთა ლიგის სიახლეებს!
ევროპის ლიგა [39]
გაეცანით ევროპის ლიგის შესახებ სიახლეებს!
ლიბერტადორესის თასი [2]
გაეცანით სიახლეებს ლიბერტადორესის თასის შესახებ
ქართული ფეხბურთი [46]
გაეცანით ქართული ფეხბურთის სიახლეებს!
ქართველი ლეგიონერების კლუბები [28]
ადევნეთ თვალი ქართველი ლეგიონერების საზღვარგარეთულ კლუბებში გამოსვლებს
ინგლისის პრემიერლიგა [260]
ესპანეთის პრიმერა დივიზიონი [116]
იტალიის სერია "ა" [184]
გერმანიის ბუნდესლიგა [95]
საფრანგეთის ლა ლიგა [11]
სხვადასხვა [77]
პირდაპირი ტრანსლაციების პროგრამა [12]
გაეცანით ჩვენს საიტზე დაგეგმილი პირდაპირი ტრანსლაციების პროგრამას!
ძებნა
კალენდარი
«  სექტემბერი 2009  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930
არქივი
ჩვენი გამოკითხვა
რომელი ქვეყნის ეროვნული ნაკრები დაიკავებს ჯგუფში პირველ ადგილს?
სულ პასუხი: 315
მინი-ჩათი
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 2
სტუმარი: 2
მომხმარებელი: 0
საიტის პარტნიორები

საფეხბურთო კონკურსი

DAIKIDE.GE


mybet.ge
barcamania.tk
internazionale.ucoz.com/