ზამთრის სატრანსფერო პერიოდისთვის ჩელსის ხელმძღვანელობამ 60 მილიონ ფუნტამდე გამოყო ახალი ფეხბურთელების შესაძენად. როგორც ინგლისური პრესა იტყობინება ჩელსი ზამთარში ტრანსფერებისთვის ყველაზე მეტ თანხას დახარჯავს, რამოდენიმე გამოცემამ მსგავს სტატიას ასეთი სათაურიც დაარქვა: "მშიერი არისტოკრატები შეტევაზე გადადიან" ასევე ცნობილია, რომ ლონდონელების სავარაუდო ტრანსფერების სიის თავში ატლეტიკოსა და არგენტინის ფორვარდი სერხიო აგუერო და მონაკოს ნახევარმცველი იერკო ლეკო იქნებიან.