დღეს დილით უკვე ცნობილი გახდა სამხრეთ აფრიკაში გასამართი მსოფლიო ჩემპიონატის ყველა მონაწილე. სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა მასპინძლის რანგში ჩაერთო ასპარეზობაში, ხოლო დანარჩენებმა კი ძალზედ მძიმე გზა გაიარეს სასტარტო ეტაპზე მოსახვედრად, ზოგს მსაჯებმა უშველეს, ზოგს გულშემატკივრებმა, ზოგს კარგმა მწვრთნელმა, ზოგს კი ვერცერთმა ვერ უშველა და 2010 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მიღმა დარჩა. საბოლოოდ ასეთია იმ 32 გუნდის სია რომლებიც სამხრეთ აფრიკაში გაემგზავრებიან : ევროპა : ესპანეთი, ინგლისი, იტალია, ჰოლანდია, დანია, შვეიცარია, სლოვაკეთი, გერმანია, სერბეთი, სლოვენია, პორტუგალია, საბერძნეთი, საფრანგეთი. აფრიკა : სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა, კამერუნი, ნიგერია, განა, კოტ დიუარი, ალჟირი. სამხრეთ ამერიკა : ბრაზილია, ჩილე, პარაგვაი, არგენტინა, ურუგვაი. ჩრდილოეთ ამერიკა : ამერიკის შეერთებული შტატები, მექსიკა, ჰონდურასი. აზია : ავსტრალია, იაპონია , სამხრეთ კორეა, ჩრდილოეთ კორეა. ოკიანეთი : ახალი ზელანდია. |