პაოკ-ის ასკაობრივ გუნდს ქართველი კაპიტნობს - 25 თებერვალში 2010 - ყველაფერი ფეხბურთის შესახებ!
პარასკევი, 30.07.2010, 07:17 | მოგესალმები სტუმარი

ყველა საფეხბურთო სიახლე ერთ საიტზე

მთავარი » 2010 » თებერვალი » 25 » პაოკ-ის ასკაობრივ გუნდს ქართველი კაპიტნობს
პაოკ-ის ასკაობრივ გუნდს ქართველი კაპიტნობს
20:19

საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი კობა ჟორჟიკაშვილი ფეხბურთელთა შერჩევას სამი კვირის წინ შეუდგა და საინტერესო მოთამაშეები ზუგდიდში, ბაიას ბაზაზე შეკრიბა. 22 თებერვალს კი, რუსთავში, ირანის 17-წლამდელებთან ჟორჟიკაშვილის გუნდმა პირველი საკონტროლო შეხვედრა ჩაატარა. მწვრთნელი სელექციას აგრძელებს და ამბობს, რომ ჯერ კიდევ ბევრი საინტერესო მოთამაშე ჰყავს სანახავი.

- ბატონო კობა, ირანთან შეხვედრას გუნდის შესათამაშებლად გამოიყენებთ?

- ფეხბურთელები პირველად სამი კვირის წინ, ზუგდიდში შევკრიბეთ, ირანთან კი პირველი საერთაშორისო ამხანაგური შეხვედრა გვქონდა. ასე რომ, შერჩევას დღემდე ვაგრძელებთ და გუნდის შეთამაშებაზე ლაპარაკი ჯერ ნაადრევია. ეს შეხვედრები სელექციაში უნდა დაგვეხმაროს.

- ბევრი ქართველი უცხოეთშია და ყველა საინტერესო მოთამაშის გასინჯვას შეძლებთ?

- ძნელი სათქმელია, მაგრამ ჩვენი მუშაობის ერთ-ერთი მთავარი მიზანი ამომწურავი სელექციის ჩატარებაა. უკვე მოვიარეთ სამეგრელო, იმერეთი, თბილისის ნაწილი, მაგრამ კიდევ დაგვრჩა ფეხბურთელები და გუნდები, რომლებიც ჯერ არ გვინახავს - თუნდაც თბილისის დარჩენილ ნაწილში, აჭარაში, გურიაში... აგრეთვე უცხოეთში. საკმაოდ ბევრი ლეგიონერი აღმოვაჩინეთ.

- უცხოეთში მოთამაშე ქართველებზე რა ინფორმაციებს ფლობთ?

- ბევრი ლეგიონერია უკრაინაში, ბელგიაში, საბერძნეთში და ასე შემდეგ.

- კონკრეტულად, ვინ და რომელ გუნდში თამაშობს?

- მაგალითად, სალონიკის პაოკ-ის ასაკობრივი გუნდის კაპიტანია ალექსანდრე ფირცხალავა. უკრაინაში თამაშობენ ფოთელი სიჭინავა და ბათუმელი ნოდარ გოგიტიძე. მათზე ინფორმაცია ჯერ კიდევ დასაზუსტებელია და ვცდილობთ, ეს დროულად გავაკეთოთ. აუცილებლად უნდა ვნახოთ ბელგიურ ბეერსხოტში მოთამაშე ტარყაშვილი. სხვათა შორის, მამამისი, ლევან ტარყაშვილი, საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებსა და თბილისის დინამოში თამაშობდა... ერთი სიტყვით, მუშაობა მიმართულია იქითკენ, რომ მომავალი ანანიძეები არ დავკარგოთ. ჩვენ მცირერიცხოვანი ერი ვართ და დასაკარგი ფეხბურთელი არ გვყავს.

ლელო

ნანახია: 122 | დაამატა: sashka | რეიტინგი: 0.0/0 |
სულ კომენტარები: 1
0  
1 sss   (25.02.2010 22:44)
siria jojikashvilui devdariani uro magaria

სახელი *:
Email:
კოდი *:
შესვლის ფორმა
E-mail:
პაროლი:
კატეგორიები
სატრანსფერო სიახლეები [1272]
გაეცანით სატრანსფერო ბაზრის უახლეს ამბებს!
ექსკლუზიური ინტერვიუები [7]
ამ კატეგორიაში თქვენ შეგიძლიათ გაეცნოთ მხოლოდ ექსკლუზიურ მასალას! ექსკლუზიური ინტერვიუები ფეხბურთელებთან და ფეხბურთის სპეციალისტებთან!
სამწვრთნელო გადაადგილებები [69]
სამწვრთნელო ”მიდი-მოდი”
წინასასეზონო მზადება [61]
გაეცანით ინფორმაციას ევროპული გრანდების მიერ გამართული ამხანაგური შეხვედრებისა და მათი მონაწილეობით გამართული მცირე ტურნირების თაობაზე.
2009/2010 წლების სეზონის საფეხბურთო კალენდარი [23]
გაეცანით ევროპის წამყვანი ქვეყნების საფეხბურთო ჩემპიონატების უმაღლესი ლიგების კალენდარს
სანაკრებო ტურნირები [149]
გაეცანით ნებისმიერი სანაკრებო ტურნირის სიახლეებს!
ჩემპიონთა ლიგა [172]
გაეცანით ჩემპიონთა ლიგის სიახლეებს!
ევროპის ლიგა [39]
გაეცანით ევროპის ლიგის შესახებ სიახლეებს!
ლიბერტადორესის თასი [2]
გაეცანით სიახლეებს ლიბერტადორესის თასის შესახებ
ქართული ფეხბურთი [46]
გაეცანით ქართული ფეხბურთის სიახლეებს!
ქართველი ლეგიონერების კლუბები [28]
ადევნეთ თვალი ქართველი ლეგიონერების საზღვარგარეთულ კლუბებში გამოსვლებს
ინგლისის პრემიერლიგა [260]
ესპანეთის პრიმერა დივიზიონი [116]
იტალიის სერია "ა" [184]
გერმანიის ბუნდესლიგა [95]
საფრანგეთის ლა ლიგა [11]
სხვადასხვა [77]
პირდაპირი ტრანსლაციების პროგრამა [12]
გაეცანით ჩვენს საიტზე დაგეგმილი პირდაპირი ტრანსლაციების პროგრამას!
ძებნა
კალენდარი
«  თებერვალი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
არქივი
ჩვენი გამოკითხვა
რომელი ქვეყნის ეროვნული ნაკრები დაიკავებს ჯგუფში პირველ ადგილს?
სულ პასუხი: 315
მინი-ჩათი
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 2
სტუმარი: 2
მომხმარებელი: 0
საიტის პარტნიორები

საფეხბურთო კონკურსი

DAIKIDE.GE


mybet.ge
barcamania.tk
internazionale.ucoz.com/