როგორც იცით ამ სეზონის ბოლოს მანჩესტერის ძირითადი მეკარ ვან დერ საარი კარიერას ასრულებს, ფერგიუსონს კი არ აკმაყოფილებს ტომას კუსჩაკისა და ბენ ფოსტერის თამაშის დონე და ამიტომაც მის შემცვლელს სხვა გუნდებში ეძებს. ფერგიუსონმა ლიონს 20 მილიონი შესთავაზა ჰუგო ლორისის სანაცვლოდ, ფრანგები ჯერ–ჯერობით უარზე არიან თუმცა ფერგიუსონი მიიჩნევს რომ ლიონის არცთუ წარმატებული გამოსვლა საშინაო ასპარეზზე თავად ლორისს აღარ დააკმაყოფილებს და ის ზაფხულში მანჩესტერში გადაბარგდება.