როგორც “Record” იუწყება, “ბარსელონა” დაინტერესდა სანკტ-პეტერბურგის “ზენიტის” პორტუგალიელი შემტევი ნახევარმცველით, დანიელ მიგუელ ალვეშ გომეშით, ან უბრალოდ დანი. კატალონიურ კლუბს იმედი აქვს, რომ მოახერხებს მის აყვანას იჯარით, ხოლო იმ შემთხვევაში, თუკი კატალონიელები კმაყოფილები იქნებიან მისით, მაშინ მათ შეეძლებათ პორტუგალიელის გამოსყიდვა. ყოველ შემთხვევაში ეს მხოლოდ კატალონიელების სურვილია.
“ბარსელონას” იმედი აქვს, რომ პორტუგალიელს იანვარში აიყვანს იჯარის წესით, ნახევარი წლით და მათ ეს გარიგება 5 მილიონი დაუჯდებათ. იგი ამჟამად ლისაბონსი იმყოფება და გამოსაჯანმრთელებელ კურსს გადის. გეტყვით, რომ მას ჯვარედინა მყესები აქვს დაზიანებული.