"ინტერი" - "ჩელსი" პრევიუ - 24 თებერვალში 2010 - ყველაფერი ფეხბურთის შესახებ!
პარასკევი, 30.07.2010, 07:30 | მოგესალმები სტუმარი

ყველა საფეხბურთო სიახლე ერთ საიტზე

მთავარი » 2010 » თებერვალი » 24 » "ინტერი" - "ჩელსი" პრევიუ
"ინტერი" - "ჩელსი" პრევიუ
18:54

დღეს, თბილისის დროით 23 საათსა და 45 წუთზე ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური ეტაპის ალბათ ყველაზე გამორჩეული მატჩი გაიმართება. მილანში, "სან სიროზე" იტალიური სერია ა-ს ამჟამინდელი ლიდერი "ინტერი" ინგლისური პრემიერ ლიგის ამჟამინდელ ლიდერ "ჩელსის" უმასპინძლებს.

გულშემატკივრები უკვე დეკემბრიდან ემზადებიან ამ მატჩისათვის, მას შემდეგ, რაც შვეიცარიის ქალაქ ნიონში მერვედფინალური ეტაპის კენჭისყრის შედეგები გახდა ცნობილი. ეს მატჩი მხოლოდ იმით არ იქნება საინტერესო, რომ ერთმანეთს ევროპის ორი გიგანტი გრანდი დაუპირისპირდება.

ძირითად ინტერესს მატჩში "ინტერის" მთავარი მწვრთნელის პერსონა იწვევს. ჟოზე მოურინიოს ხელძღვანელობით "ჩელსიმ" ზედიზედ ორჯერ მოიგო ინგლისის უმაღლესი დივიზიონი 2005 და 2006 წლებში. იტალიაში გადაბარგების შემდეგ, პორტუგალიელმა სპეციალისტმა ზუსტად მსგავს წარმატებას მიაღწია ამჯერად უკვე სერია ა-ში, "ნერაძურისთან" ერთად.

მიუხედავად იმისა, რომ ნაციონალურ პირველობაში "ინტერი" შესანიშნავ სეზონს ატარებს, ბოლო წლებია არ უმართლებს ჩემპიონთა ლიგაზე. მიმდინარე სეზონში ჯგუფურ ეტაპში მოურინიოს გუნდი "ბარსელონას", "რუბინსა" და კიევის "დინამოს" დაუპირისპირდა. ჯგუფში მეორე ადგილის დაკავების შემდეგ, გუნდმა მერვედფინალში გააღწია, სადაც "ჩელსის" შეეჩეხა.

"ლურჯებმა" ბევრად უფრო ადვილად გადალახეს ჯგუფური ეტაპი. ლონდონელები შესანიშნავ ფორმაში არიან და ჯერჯერობით ინარჩუნებენ კიდეც ლიდერობას პრემიერ ლიგაში. თუმცა ისიც სათქმელია, რომ გუნდს საკადრო პრობლემები აწუხებს - რამდენიმე საკვანძო ფეხბურთელი ტრამვირებულია, ხოლო ზოგიერთის პირად ცხოვრებაზე უკვე მთელი ბრიტანეთი ლაპარაკობს.

კარლო ანჩელოტი იმედოვნებს, რომ მისი გუნდი კონცენტრაციას მოახერხებს და გასვლით მატჩს მილანში მოიგებს. "ლურჯების" თავკაცი შესანიშნავად იცნობს "ინტერს", რადგან იტალიელი სპეციალისტი წლების განმავლობაში წვრთნიდა "მილანს", რომელიც მოგეხსენებათ, "ინტერის" მოსისხლე მტერია.

გასულ უიქენდზე მცირე ავტოავარიაში მოყვა მასპინძელთა მეკარე ჟულიო სეზარი. მას სერიოზული დაზიანებები არ მიუღია, ამიტომ დღევანდელ შეხვედრაში კარს კვლავ ჟულიო სეზარი დაიცავს. ტრამვირებულები არიან კრისტიან კივუ და დავიდე სანტონი, რის გამოც მარცხენა ფლანგზე პირველივე წუთებიდან ხავიერ ძანეტი ითამაშებს.

ნახევარდაცვაში შესაძლოა ვიხილოთ დეიან სტანკოვიჩი, სალი მუნტარი და მაკდონალდ მარინგა, რომლის გადაბირებაც ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს "სიტიმ" ვერ მოახერხა და საბოლოოდ ფეხბურთელი "პარმადან" "ინტერში" გადავიდა. თავდასხმის ხაზში ერთმანეთს სამუელ ეტო'ო და დიეგო მილიტო შეუწყვილდებიან. თავდამსხმელმა მარიო ბალოტელიმ ახლახანს მოიშუშა ზურგის ტრამვა და ადგილს სათადარიგოთა სკამზე დაიკავებს.

ანჩელოტის სერიოზულად მოუწევს თავის მტვრევა მარცხენა მცველის საკითხის პოზიციაზე. საქმე იმაშია, რომ ძირითადი მარცხენა მცველი ეშლი კოული დიდი ხნით დაიმტვრა. ასევე ტრამვირებულია მისი შემცვლელი იური ჟირკოვი, რომელმაც პრემიერ ლიგის ბოლო ტურში "ვულვზის" წინააღმდეგ ტრამვა მიიღო. მარცხენა ფლანგზე თამაში შეეძლო პაულო ფერეირას, მაგრამ ის ჩემპიონთა ლიგის განაცხადში არ იქნა შეყვანილი.

მცირე ტრამვები მოიშუშეს ალექსმა და ჯულიანო ბელეტიმ. ნახევარმცველი ფრენკ ლამპარდიც, რომელმაც განაცხადა, რომ ერთ დროს სერიოზულად იყო დაფიქრებული "ინტერში" გადასვლაზე, გამოჯანმრთელდა და დღეს თამაშს შეძლებს. ლაზარეთში იმყოფებიან ჟოზე ბოსინგვა, მაიკლ ესიენი და დეკუ.

კატეგორია: ჩემპიონთა ლიგა | ნანახია: 169 | დაამატა: patukinho | რეიტინგი: 5.0/1 |
სულ კომენტარები: 3
0  
3 sashka   (24.02.2010 21:10)
chemi gaketebulia happy

0  
2 patukinho   (24.02.2010 21:00)
ki

0  
1 sashka   (24.02.2010 20:58)
xo kargi suratia

სახელი *:
Email:
კოდი *:
შესვლის ფორმა
E-mail:
პაროლი:
კატეგორიები
სატრანსფერო სიახლეები [1272]
გაეცანით სატრანსფერო ბაზრის უახლეს ამბებს!
ექსკლუზიური ინტერვიუები [7]
ამ კატეგორიაში თქვენ შეგიძლიათ გაეცნოთ მხოლოდ ექსკლუზიურ მასალას! ექსკლუზიური ინტერვიუები ფეხბურთელებთან და ფეხბურთის სპეციალისტებთან!
სამწვრთნელო გადაადგილებები [69]
სამწვრთნელო ”მიდი-მოდი”
წინასასეზონო მზადება [61]
გაეცანით ინფორმაციას ევროპული გრანდების მიერ გამართული ამხანაგური შეხვედრებისა და მათი მონაწილეობით გამართული მცირე ტურნირების თაობაზე.
2009/2010 წლების სეზონის საფეხბურთო კალენდარი [23]
გაეცანით ევროპის წამყვანი ქვეყნების საფეხბურთო ჩემპიონატების უმაღლესი ლიგების კალენდარს
სანაკრებო ტურნირები [149]
გაეცანით ნებისმიერი სანაკრებო ტურნირის სიახლეებს!
ჩემპიონთა ლიგა [172]
გაეცანით ჩემპიონთა ლიგის სიახლეებს!
ევროპის ლიგა [39]
გაეცანით ევროპის ლიგის შესახებ სიახლეებს!
ლიბერტადორესის თასი [2]
გაეცანით სიახლეებს ლიბერტადორესის თასის შესახებ
ქართული ფეხბურთი [46]
გაეცანით ქართული ფეხბურთის სიახლეებს!
ქართველი ლეგიონერების კლუბები [28]
ადევნეთ თვალი ქართველი ლეგიონერების საზღვარგარეთულ კლუბებში გამოსვლებს
ინგლისის პრემიერლიგა [260]
ესპანეთის პრიმერა დივიზიონი [116]
იტალიის სერია "ა" [184]
გერმანიის ბუნდესლიგა [95]
საფრანგეთის ლა ლიგა [11]
სხვადასხვა [77]
პირდაპირი ტრანსლაციების პროგრამა [12]
გაეცანით ჩვენს საიტზე დაგეგმილი პირდაპირი ტრანსლაციების პროგრამას!
ძებნა
კალენდარი
«  თებერვალი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
არქივი
ჩვენი გამოკითხვა
რომელი ქვეყნის ეროვნული ნაკრები დაიკავებს ჯგუფში პირველ ადგილს?
სულ პასუხი: 315
მინი-ჩათი
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 2
სტუმარი: 2
მომხმარებელი: 0
საიტის პარტნიორები

საფეხბურთო კონკურსი

DAIKIDE.GE


mybet.ge
barcamania.tk
internazionale.ucoz.com/