როგორც იტალიური პრესა იტყობინება, "როსონერის" მესვეურები დაცვის გაძლიერებას გეგმავენ, მათი ამჟამინდელი სამიზნე კი "ლაციოს" უკანა ხაზელი, სტეფანო რადუა. მილანელთა ინტერესი რომაელი ფეხბურთელის აგენტმა, ჯოვანი ბეკოლიმაც დაადასტურა. "როსონერის" მთავარი მწვრთნელი, მანჩესტერ "იუნაიტედთან" გამართული შეხვედრის შემდეგ საგონებელშია ჩავარდნილი. პრემიერ–ლიგის ამჟამინდელ მფლობელთან დაპირისპირებაში ყველამ კარგად დაინახა, რომ მილანურ გრანდს დაცვის ხაზში სერიოზული პრობლემები აქვს. "სტეფანო ძალიან კარგ ფორმაშია, რადუთი უამრავი ევროპული გრანდი ინტერესდება." – განაცხადა ბეკოლიმ "laLaziosiamonoi.it"-თან ინტერვიუში. "უნდა ვაღიაროთ, რომ "როსონერი" სტეფანოს შესაძენად ყველაფერს აკეთებს. "მილანის" მესვეურებმა პირველი შემოთავაზება უკვე გამოგვიგზავნეს, მაგრამ რადუ "ლაციოში" დარჩენას ამჯობინებს." შეგახსენებთ, რომ რადუ "ლაციოში" 2008 წლის ზაფხულში, ბუქარესტის "დინამოდან" გადმობარგდა. სტეფანოს, რომაულ გრანდთან კონტარქი 2012 წლამდე აკავშირებს, მაგრამ ივნისში რა მოხდება არავინ იცის. |