ესპანური გამოცემა ”Marca”-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, სერხიო რამოსის ტრამვა არ აღმოჩნდა სერიოზული და ფეხბურთელი ჩემპიონთა ლიგის მატჩში ”მარსელის” წინააღმდეგ მატჩში მოედანზე გამოსვლას შეძლებს. აღნიშნული ინფორმაცია უკვე დაადასტურეს ”სამეფო კლუბის” ექიმებმაც, რაც ნიშნავს რომ ”ბერნაბეუზე” ”რეალის” დაცვის მარჯვენა ფლანგი საიმედოდ იქნება გამაგრებული.