რანიერის ევროპის ლიგის მოგება უნდა - 24 თებერვალში 2010 - ყველაფერი ფეხბურთის შესახებ!
პარასკევი, 30.07.2010, 07:17 | მოგესალმები სტუმარი

ყველა საფეხბურთო სიახლე ერთ საიტზე

მთავარი » 2010 » თებერვალი » 24 » რანიერის ევროპის ლიგის მოგება უნდა
რანიერის ევროპის ლიგის მოგება უნდა
19:01

"რომას" მთავარი მწვრთნელი ოპტიმისტურადაა განწყობილი. მისი განცხადებით, "ჯიალოროსი" ევროპის ლიგას მოიგებს, მათი პირველი მსხვერპლი კი "პანათინაიკოსი" იქნება. შეგახსენებთ, რომ რანიერის გუნდი და ბერძნული გრანდი ერთმანეთს უკვე შეხვდნენ 1/32 ფინალურ ეტაპზე, პირველი მატჩი ბერძნების სასარგებლოდ დასრულდა, მაგრამ ამ წყვილში ფავორიტის სტატუსს კვლავ "რომა" ინარჩუნებს.

"ჯიალოროსი" ბრწყინვალე ფორმაშია, "პანათინაიკოსთან" შეხვედრამდე, დედაქლაქელებს 21 მატჩიანი წაუგებელი სერია დაუგროვდათ, მაგრამ ბერძნებმა ყველაფერი გააფუჭეს. რომაელებმა ევროპის ლიგის თასი ბოლოს 1961 წელს მოიპოვეს.

რანიერის ამბიციები სრულიად გასაგებია, მისმა გუნდმა საბერძნეთში 2–3 წააგო, ეს კი არაფერს ნიშნავს, ამ წყვილის ფავორიტად ისევ "ჯიალოროსი" რჩება. ყველა ფეხბურთის გულშემატკივარი მოუთმენლად ელის განმეორებით შეხვედრას, სადაც უძლიერესის ვინაობა გაირკვევა.

"ევროპის ლიგის მოგება ძალიან მინდა, 50 წლიანი პაუზის შემდეგ ნავსი უნდა გავტეხოთ... "პანათინაიკოსის' დამარცხება ადვილი არ იქნება, მაგრამ უპირატესობა ჩვენს მხარესაა." – განაცხადა კლაუდიომ "რომას" ოფიციალურ საიტთან ინტერვიუში.

"შანსები 50–50–ზეა, ყველაფერი ხვალ საღამოს გაირკვევა, წინ ძალიან საინტერესო და დაძაბული შეხვედრის ჩატარება მოგვიწევს. აუცილებლად უნდა გავიმარჯვოთ."

"ყოველი ჩვენგანი მაქსიმალურად მოტივირებულია, ფეხბურთელებს ტიტულის მოგება უნდათ, გუნდში შესანიშნავი განწყობაა." – დაასრულა იტალიელმა.

კატეგორია: იტალიის სერია "ა" | ნანახია: 138 | დაამატა: patukinho | რეიტინგი: 5.0/1 |
სულ კომენტარები: 1
0  
1 McCa1N   (26.02.2010 01:40)
undoda? biggrin

სახელი *:
Email:
კოდი *:
შესვლის ფორმა
E-mail:
პაროლი:
კატეგორიები
სატრანსფერო სიახლეები [1272]
გაეცანით სატრანსფერო ბაზრის უახლეს ამბებს!
ექსკლუზიური ინტერვიუები [7]
ამ კატეგორიაში თქვენ შეგიძლიათ გაეცნოთ მხოლოდ ექსკლუზიურ მასალას! ექსკლუზიური ინტერვიუები ფეხბურთელებთან და ფეხბურთის სპეციალისტებთან!
სამწვრთნელო გადაადგილებები [69]
სამწვრთნელო ”მიდი-მოდი”
წინასასეზონო მზადება [61]
გაეცანით ინფორმაციას ევროპული გრანდების მიერ გამართული ამხანაგური შეხვედრებისა და მათი მონაწილეობით გამართული მცირე ტურნირების თაობაზე.
2009/2010 წლების სეზონის საფეხბურთო კალენდარი [23]
გაეცანით ევროპის წამყვანი ქვეყნების საფეხბურთო ჩემპიონატების უმაღლესი ლიგების კალენდარს
სანაკრებო ტურნირები [149]
გაეცანით ნებისმიერი სანაკრებო ტურნირის სიახლეებს!
ჩემპიონთა ლიგა [172]
გაეცანით ჩემპიონთა ლიგის სიახლეებს!
ევროპის ლიგა [39]
გაეცანით ევროპის ლიგის შესახებ სიახლეებს!
ლიბერტადორესის თასი [2]
გაეცანით სიახლეებს ლიბერტადორესის თასის შესახებ
ქართული ფეხბურთი [46]
გაეცანით ქართული ფეხბურთის სიახლეებს!
ქართველი ლეგიონერების კლუბები [28]
ადევნეთ თვალი ქართველი ლეგიონერების საზღვარგარეთულ კლუბებში გამოსვლებს
ინგლისის პრემიერლიგა [260]
ესპანეთის პრიმერა დივიზიონი [116]
იტალიის სერია "ა" [184]
გერმანიის ბუნდესლიგა [95]
საფრანგეთის ლა ლიგა [11]
სხვადასხვა [77]
პირდაპირი ტრანსლაციების პროგრამა [12]
გაეცანით ჩვენს საიტზე დაგეგმილი პირდაპირი ტრანსლაციების პროგრამას!
ძებნა
კალენდარი
«  თებერვალი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
არქივი
ჩვენი გამოკითხვა
რომელი ქვეყნის ეროვნული ნაკრები დაიკავებს ჯგუფში პირველ ადგილს?
სულ პასუხი: 315
მინი-ჩათი
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 2
სტუმარი: 2
მომხმარებელი: 0
საიტის პარტნიორები

საფეხბურთო კონკურსი

DAIKIDE.GE


mybet.ge
barcamania.tk
internazionale.ucoz.com/