მადრიდის ”რეალის” ხელმძღვანელებმა კიდევ ერთხელ დააყენეს დღის წესრიგში თამაშების ადრე დაწყების საკითხი. როგორც მოგეხსენებათ ”სამეფო კლუბს” უამრავი გულშემატკივარი ჰყავს ჩინეთში და მათი ვარაუდით კომერციულად გაცილებით უფრო მომგებიანი იქნება, თუ პრიმერას თამაშებს ”რეალი” უფრო ადრეულ საათებში გამართავს. ”ვფიქრობთ ეს სასარგებლო იქნებოდა ყველა ესპანური გუნდისათვის. საჭიროა ესპანური ფეხბურთის პოპულარიზაცია ესპანეთში”, - განაცხადა ”სამეფო კლუბის” ერთ-ერთმა დირექტორმა ემილიო ბუტრაგენიომ.