მილანის” ბრაზილიელმა ფეხბურთელმა რონალდინიომ განაცხადა, რომ კარიერას სამშობლოში დაასრულებს და ეს არ მოხდება 2011 წლამდე. დინიომ ამ თემაზე იმიტომ უპასუხა ჟურნალისტებს, რომ ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ რონი ”მილანს” ტოვებდა და სამშობლოში გუნდ ”ბოტოფაგოში” ბრუნდებოდა. ”მე ისე მოვიქცევი, როგორც ჩემი მეგობარი ადრიანო. მან იტალიაში ითამაშა დიდი ხანი და შემდეგ კი დაბრუნდა სამშობლოში, მაგრამ მე ბრაზილიაში 2011 წლამდე არ გადავალ სათამაშოდ” - განაცხადა რონალდინიომ