რონალდუ-”აღარავის აინტერესებს დღეში რამდენი ქალი მყავს” - 7 თებერვალში 2010 - ყველაფერი ფეხბურთის შესახებ!
შაბათი, 04.09.2010, 07:49 | მოგესალმები სტუმარი

ყველა საფეხბურთო სიახლე ერთ საიტზე

მთავარი » 2010 » თებერვალი » 7 » რონალდუ-”აღარავის აინტერესებს დღეში რამდენი ქალი მყავს”
რონალდუ-”აღარავის აინტერესებს დღეში რამდენი ქალი მყავს”
09:17

"მალაგასთან" მიღებული წითელი ბარათის გამო მადრიდის "რეალის" ფეხბურთელი კრიშტიანუ რონალდუ ორი მატჩი დაისვენებს. რომ "რეალისთვის" საჭირო შენაძენი გახდა, ვიდრე კაკა, მან არაერთხელ დაამტკიცა. რომ არა ტრავმა, რომელიც სეზონის დასაწყისში მიიღო, რონალდუ უფრო ადრე შეეწყობოდა გუნდს და "რეალსაც" არ ექნებოდა ასეთი ჩამორჩენა "ბარსელონასთან".

პორტუგალიელი ფეხბურთელი ახლა შედარებით დასვენებულია, ვიდრე მისი თანაგუნდელები და პრესასთან სასაუბროდაც მოიცალა.

– თქვენ ხართ ფეხბურთელი, რომელიც ზედიზედ სამჯერ მოხვდა მსოფლიოს სამ საუკეთესო ფეხბურთელს შორის. ალბათ, ამან ძალიან გაგაბედნიერათ...

– ძალიან. მიმაჩნია, რომ მე დიდი მომავალი მაქვს და უახლოესი წლების მანძილზე ამას კიდევ ერთხელ დავამტკიცებ. თუ ვინმეს ეჭვი შეეპარება ჩემს სიძლიერეში, გადახედოს წლის ბოლოს შეჯამებულ შედეგებს და ნახავს, რომ სამ საუკეთესო ფეხბურთელს შორის ისევ ვარ.

– და მთავარია...

– არ მივიღო ტრავმა. ცუდია, "რეალში" გადმოსვლისთანავე ფეხი რომ დავიშავე და საკმაოდ ბევრი რომ გამიცდა, მაგრამ ისიც კარგად ვიცი, რომ ტრავმისგან დაზღვეული არავინაა. ამისთვის მზად ვარ.

– ესპანეთში უფრო უხეშობენ თუ ინგლისში?

– ესპანეთში.

– რატომ?

– აქ დიდ პატივს სცემენ ტექნიკურ ფეხბურთს, მაგრამ თუ ტექნიკურ ფეხბურთელს ვერ აჩერებენ, სხვა ხერხით ებრძვიან. სტატისტიკას გადახედეთ, ინგლისში ფეხბურთელები უფრო ნაკლებად ღებულობენ ტრავმებს, ვიდრე ესპანეთში, იტალიაში ან გერმანიაში.

– მაგრამ თქვენ უკვე იმდენი მოახერხეთ, რომ "რეალის" შემადგენლობაში თამაშისას ორჯერ გაგაძევეს მინდვრიდან...

– ეს შავი ლაქაა ჩემს საფეხბურთო კარიერაში.

– რა არის თქვენი მიზანი ფეხბურთში?

– გავხდე ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელი.

– პელესაც ეჯიბრებით, მარადონასაც...

– მინდა გავხდე მსოფლიოში საუკეთესო ფეხბურთელი და გავა წლები და ჩემზე იტყვიან, რომ რონალდუ იყო საუკეთესო.

– თუმცა, ჯერ მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულიც კი არ გაქვთ მოპოვებული...

– მესმის, მაგრამ ეს ოცნებაც არ უნდა იყოს აუხდენელი. რამდენიმე თვეში მსოფლიოს ჩემპიონატი იმართება და ვნახოთ.

– პორტუგალიის ნაკრებს შესარჩევი ციკლიდან გასვლა გაუჭირდა და დავიჯეროთ, მსოფლიოს ჩემპიონი გახდება?

– თუ ყველაფერი ისე იქნება, როგორც ჩვენ ვფიქრობთ და გვინდა, შანსი ნამდვილად იქნება. პორტუგალიას ნამდვილად აქვს შანსი, შორს წავიდეს. მოგებაც შეუძლია, ისევე, როგორც ყველა ნაკრებს, რომელიც იქ თამაშობს. ზოგს მეტი შანსი აქვს, ზოგს ნაკლები. აფრიკაში სერიოზული შეხვედრები გვექნება და ვიცი, რომ მაყურებელს ლამაზ თამაშებს შევთავაზებთ, მაგრამ არ იფიქროთ, რომ დღეს ისეთი ფეხბურთია, როგორიც ადრე იყო, როცა ერთ ფეხბურთელს შეეძლო მთელი თამაშის ან ჩემპიონატის მოგება.

– როგორ შეეგუეთ ესპანეთს, ესპანურ ფეხბურთს?

– როგორ შევეგუე ესპანურ ფეხბურთს, კარგად ჩანს ჩემი თამაშებიდან, გოლებიდან. როდესაც ამხანაგურ შეხვედრებში გოლები ვერ გამქონდა, ჟურნალისტები მწარედ მკბენდნენ. ვამბობდი, დაიწყება სეზონი და თუ "რეალში" ჩემს სიტყვას ვერ ვიტყვი, ერთი წლის შემდეგ საერთოდ წავალ აქედან, თუ არა და, ჩემზე ცუდს აღარ დაწერთ–მეთქი.

რას წერდნენ ჩემზე? რონალდუს დღეში სამი ქალი აჰყავს ნომერში, რონალდუს საცვალი მოპარეს, რონალდუს პერის ჰილტონი უყვარს, რონალდუს ეს უყვარს, ის უყვარს, ქალების სურათებით აქვს ოთახი გავსებულიო. სისულელეები იწერებოდა, უმეტესად ამას წერდნენ ინგლისელი ჟურნალისტები, რომელთაც ასეთი რამეები ძალიან მოსწონთ. ესპანელებს არ მოსწონთ, მაგრამ წერდნენ, როგორც კი ვერ გავიტანდი გოლებს, მაგრამ დღეს ყველა ჩუმადაა, ვინაიდან მე ქალებში დავდივარ, ნომერში ერთდროულად სამ ქალთან ერთად ვერთობი თუ არა, არავის აინტერესებს. ყველა იმაზე საუბრობს, როგორი გოლები გავიტანე და როგორ გავაძლიერე "რეალი". მეც ეს მაინტერესებს და საქმეც კეთდება.

– ოცნებობთ ითამაშოთ "მანჩესტერ იუნაიტედის" წინააღმდეგ?

– ოცნებით ნაკლებად, ვინაიდან მე იქ მყავს ბევრი მეგობარი, რომელთაც ყველაფერი გააკეთეს იმისთვის, რათა მე ნამდვილ, მაღალი დონის პროფესიონალად ჩამოვყალიბებულიყავი. ამდენად, მე რევანში არ მჭირდება ან ვის ავუღო რევანში? საკუთარ თავს? ჩემს მეგობრებს? მაგრამ მათ კარგად იციან, რომ ახლა მადრიდის "რეალის" ღირსებას ვიცავ და მხოლოდ მის გასამარჯვებლად უნდა ვითამაშო.

არა მგონია, რომ იქ შეცვლილი სიტუაციის გამო "მანჩესტერ იუნაიტედი" დასუსტდა. ფერგიუსონს ნამდვილად შესწევს იმის უნარი, რომ გუნდს ყველა ტურნირზე მოაგებინოს. თუმცა მიმაჩნია, რომ "მანჩესტერს" "მილანის" სახით სერიოზული მეტოქე ჰყავს და მეოთხედფინალში გასვლა ადვილი არ იქნება.

ნანახია: 203 | დაამატა: patukinho | რეიტინგი: 2.3/3 |
სულ კომენტარები: 1
0  
1 lukaa   (09.02.2010 11:44)
cavides amis pijoni dedaaaac puiii rogor shemazizga tavi am manekenmaaaaaa

სახელი *:
Email:
კოდი *:
შესვლის ფორმა
E-mail:
პაროლი:
კატეგორიები
სატრანსფერო სიახლეები [1272]
გაეცანით სატრანსფერო ბაზრის უახლეს ამბებს!
ექსკლუზიური ინტერვიუები [7]
ამ კატეგორიაში თქვენ შეგიძლიათ გაეცნოთ მხოლოდ ექსკლუზიურ მასალას! ექსკლუზიური ინტერვიუები ფეხბურთელებთან და ფეხბურთის სპეციალისტებთან!
სამწვრთნელო გადაადგილებები [69]
სამწვრთნელო ”მიდი-მოდი”
წინასასეზონო მზადება [61]
გაეცანით ინფორმაციას ევროპული გრანდების მიერ გამართული ამხანაგური შეხვედრებისა და მათი მონაწილეობით გამართული მცირე ტურნირების თაობაზე.
2009/2010 წლების სეზონის საფეხბურთო კალენდარი [23]
გაეცანით ევროპის წამყვანი ქვეყნების საფეხბურთო ჩემპიონატების უმაღლესი ლიგების კალენდარს
სანაკრებო ტურნირები [149]
გაეცანით ნებისმიერი სანაკრებო ტურნირის სიახლეებს!
ჩემპიონთა ლიგა [172]
გაეცანით ჩემპიონთა ლიგის სიახლეებს!
ევროპის ლიგა [39]
გაეცანით ევროპის ლიგის შესახებ სიახლეებს!
ლიბერტადორესის თასი [2]
გაეცანით სიახლეებს ლიბერტადორესის თასის შესახებ
ქართული ფეხბურთი [46]
გაეცანით ქართული ფეხბურთის სიახლეებს!
ქართველი ლეგიონერების კლუბები [28]
ადევნეთ თვალი ქართველი ლეგიონერების საზღვარგარეთულ კლუბებში გამოსვლებს
ინგლისის პრემიერლიგა [260]
ესპანეთის პრიმერა დივიზიონი [116]
იტალიის სერია "ა" [184]
გერმანიის ბუნდესლიგა [95]
საფრანგეთის ლა ლიგა [11]
სხვადასხვა [77]
პირდაპირი ტრანსლაციების პროგრამა [12]
გაეცანით ჩვენს საიტზე დაგეგმილი პირდაპირი ტრანსლაციების პროგრამას!
ძებნა
კალენდარი
«  თებერვალი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
არქივი
ჩვენი გამოკითხვა
რომელი ქვეყნის ეროვნული ნაკრები დაიკავებს ჯგუფში პირველ ადგილს?
სულ პასუხი: 352
მინი-ჩათი
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
საიტის პარტნიორები

საფეხბურთო კონკურსი

DAIKIDE.GE


mybet.ge
barcamania.tk
internazionale.ucoz.com/