გერმანიის ნაკრები შემდეგ კვირაში შტუტგარტში შეიკრიბება მსოფლიოს ჩემპიონატისათვის მოსამზადებლად. შეკრება ორდღიანი იქნება. გუნდის მთავარმა მწვრთნელმა იოახიმ ლიოვმა 30 ფეხბურთელი გამოიძახა. ნაკრების კაპიტანი მიხაელ ბალაკი არ იქნება შტუტგარტში, რადგან ამ დროს “ჩელსიში“ იქნება დაკავებული, ხოლო ლუკაშ პოდოლსკი განაცხადში ტრავმის გამო ვერ მოხვდა.