სიჭინავა ბრაზილიელ კოლეგას შეხვდება - 26 იანვარს 2010 - ყველაფერი ფეხბურთის შესახებ!
პარასკევი, 30.07.2010, 07:30 | მოგესალმები სტუმარი

ყველა საფეხბურთო სიახლე ერთ საიტზე

მთავარი » 2010 » იანვარი » 26 » სიჭინავა ბრაზილიელ კოლეგას შეხვდება
სიჭინავა ბრაზილიელ კოლეგას შეხვდება
19:53

ალბათ, ქართული ფეხბურთი ბედნიერია, ბრაზილიაში გოჩა ალადაშვილისნაირი ქომაგი რომ ჰყავს. ატლეტიკო პარანაენსეს საერთაშორისო განყოფილების ხელმძღვანელი სულ იმის მცდელობაშია, ქართულ ფეხბურთს რამენაირად დაეხმაროს. ჩვენი ინტერვიუდან მის ახალ პროექტებს გაეცნობით.

- ბატონო გოჩა, როგორც შევიტყვეთ, 17-წლამდელთა ნაკრებს ბრაზილიაში სამი საკონტროლო შეხვედრის გამართვაში ეხმარებით...

- ატლეტიკო პარანაენსეს დირექტორატის წევრებს უკვე ველაპარაკე და გადაწყვეტილი ამბავია: 17-წლამდელებს 5 მარტიდან ბრაზილიაში ელოდებიან. კობა ჟორჟიკაშვილი და გოჩა ავსაჯანიშვილი გუნდს მომავალი შესარჩევი ციკლისთვის მოამზადებენ და მსურდა, რამენაირად დავხმარებოდი. დაგეგმილია სამი საკონტროლო შეხვედრა - ატლეტიკო პარანაენსეს, პარანასა და კურიტიბას ჭაბუკთა გუნდებთან. ეს იქნება მშვენიერი შეკრებაც და საჭირო საკონტროლო შეხვედრებიც, სადაც ჩვენი ბავშვები, დარწმუნებული ვარ, ბევრს ისწავლიან.

- ოლიმპი სეზონის მეორე ეტაპისთვის მზადებას ამთავრებს, აკინო და ფრაგა კი დღემდე არ ჩამოსულან...

- აკინო და ფრაგა ჩამოვლენ. სამწუხაროდ, მგზავრობაში გარკვეული პრობლემა შეექმნათ, მაგრამ ესეც მოგვარდა.

- ბრაზილიიდან ფეხბურთელების ახალი დესანტის გადმოსხმაზე იყო ლაპარაკი, მაგრამ ჯერ კონკრეტული არაფერი ისმის. ეს ხომ არ ნიშნავს იმას, რომ ოლიმპი სეზონს მხოლოდ ორი სამხრეთამერიკელით გააგრძელებს?

- დავით კირკიტაძის ხელმძღვანელობით, ჩვენი დელეგაცია ბრაზილიაში 1-ელ თებერვალს მიემგზავრება. ისინი სასურველი ამპლუის ფეხბურთელებს ადგილზე შეარჩევენ.

- თუმცა, როგორც ჩანს, მოთამაშეებს ასე მასობრივად აღარ ჩამოიყვანთ, როგორც ეს სეზონის დასაწყისში მოხდა - ჩემპიონობისთვის მებრძოლი კლუბი რამდენიმე მოთამაშეს პირველობის მსვლელობისას ვერ დაიმატებს.

- ეს კლუბის გადასაწყვეტია, ერთ კაცს დაიმატებს, ორს თუ სამს.

- როგორც ვიცით, თქვენ მიერ რუსთავის ოლიმპში განხორციელებული პროექტებით ბელარუსები დაინტერესდნენ და ანალოგიურის გაკეთება მინსკის დინამოშიც შემოგთავაზეს...

- დიახ, ასეა. მე და გია ფირცხალავა მინსკში იქაური დინამოს ხელმძღვანელთა მიწვევით გახლდით. ბელარუსებმა ასეთივე პროექტის განხორციელების სურვილი გამოხატეს. მე კი იმიტომ მიმიწვიეს, რომ ატლეტიკო პარანაენსემ აღმოსავლეთ ევროპაში წარმომადგენლის სტატუსი მომანიჭა. ადრე მათ ინტერესებს მხოლოდ საქართველოში წამოვადგენდი, მაგრამ ოლიმპში საკმაოდ საინტერესო თანამშრომლობის შემდეგ, სხვა დავალებებიც მომცეს. მინსკის დინამოს ბრწყინვალე სტრუქტურა აქვს, ძალიან კარგად მიგვიღეს და თანამშრომლობისთვის მზად არიან.

- მინსკის დინამოშიც იგივე როლი დაგეკისრებათ, რაც ოლიმში?

- ამას მომავალი გვიჩვენებს. ძირითადად, საქართველოში ვიქნები, ბელარუსში კი თვეში ერთხელ ჩავალ.

- კიდევ ხომ არ გაქვთ რაიმე ჩანაფიქრი?

- როცა 17-წლამდელები ბრაზილიაში გაემგზავრებიან, დელეგაციაში საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ზვიად სიჭინავა და ვიცე-პრეზიდენტები - ალექსანდრე ჩივაძე და გია ფირცხალავა (დღეს უკვე პროფლიგის პრეზიდენტი) იქნებიან.

- ისინი ატლეტიკო პარანაენსეს ხელმძღვანელობას შეხვდებიან?

- ...არა მხოლოდ. ბრაზილიელებს უკვე ველაპარაკე და სიჭინავასა და მათი საფეხბურთო კონფედერაციის პრეზიდენტ რიკარდუ ტეიშეირასთან შეხვედრას ამზადებენ. ვიზიტი ორი დღით იგეგმება და ვფიქრობ, ქართული ფეხბურთისთვის ეს ძალზე სასარგებლო და მნიშვნელოვანი შეხვედრა იქნება. კურიტიბიდან რიო დე ჟანეირომდე თვითმფრინავით საათ-ნახევარი დაგვჭირდება და ატლეტიკო პარანენსეს თავკაცებთან შეხვედრის შემდეგ ჩვენი ფედერაციის წარმომადგენლები ტეიშეირასაც ესტუმრებიან.

- ასეთი შეხვედრებისთვის თემებს წინასწარ ამზადებენ და იქნებ, მკითხველსაც გავაცნოთ...

- ჩვენი სურვილია, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასა და ბრაზილიის კონფედერაციას შორის საქმიანი და მეგობრული კავშირები დამყარდეს, რაც მომავალში აუცილებლად გაღრმავდება. თანამშრომლობა კი სხვადასხვა მიმართულებით შეიძლება - მათი ცოდნა-გამოცდილების გაზიარება ნამდვილად არ გვაწყენდა.

ნანახია: 121 | დაამატა: sashka | რეიტინგი: 0.0/0 |
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email:
კოდი *:
შესვლის ფორმა
E-mail:
პაროლი:
კატეგორიები
სატრანსფერო სიახლეები [1272]
გაეცანით სატრანსფერო ბაზრის უახლეს ამბებს!
ექსკლუზიური ინტერვიუები [7]
ამ კატეგორიაში თქვენ შეგიძლიათ გაეცნოთ მხოლოდ ექსკლუზიურ მასალას! ექსკლუზიური ინტერვიუები ფეხბურთელებთან და ფეხბურთის სპეციალისტებთან!
სამწვრთნელო გადაადგილებები [69]
სამწვრთნელო ”მიდი-მოდი”
წინასასეზონო მზადება [61]
გაეცანით ინფორმაციას ევროპული გრანდების მიერ გამართული ამხანაგური შეხვედრებისა და მათი მონაწილეობით გამართული მცირე ტურნირების თაობაზე.
2009/2010 წლების სეზონის საფეხბურთო კალენდარი [23]
გაეცანით ევროპის წამყვანი ქვეყნების საფეხბურთო ჩემპიონატების უმაღლესი ლიგების კალენდარს
სანაკრებო ტურნირები [149]
გაეცანით ნებისმიერი სანაკრებო ტურნირის სიახლეებს!
ჩემპიონთა ლიგა [172]
გაეცანით ჩემპიონთა ლიგის სიახლეებს!
ევროპის ლიგა [39]
გაეცანით ევროპის ლიგის შესახებ სიახლეებს!
ლიბერტადორესის თასი [2]
გაეცანით სიახლეებს ლიბერტადორესის თასის შესახებ
ქართული ფეხბურთი [46]
გაეცანით ქართული ფეხბურთის სიახლეებს!
ქართველი ლეგიონერების კლუბები [28]
ადევნეთ თვალი ქართველი ლეგიონერების საზღვარგარეთულ კლუბებში გამოსვლებს
ინგლისის პრემიერლიგა [260]
ესპანეთის პრიმერა დივიზიონი [116]
იტალიის სერია "ა" [184]
გერმანიის ბუნდესლიგა [95]
საფრანგეთის ლა ლიგა [11]
სხვადასხვა [77]
პირდაპირი ტრანსლაციების პროგრამა [12]
გაეცანით ჩვენს საიტზე დაგეგმილი პირდაპირი ტრანსლაციების პროგრამას!
ძებნა
კალენდარი
«  იანვარი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
არქივი
ჩვენი გამოკითხვა
რომელი ქვეყნის ეროვნული ნაკრები დაიკავებს ჯგუფში პირველ ადგილს?
სულ პასუხი: 315
მინი-ჩათი
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 2
სტუმარი: 2
მომხმარებელი: 0
საიტის პარტნიორები

საფეხბურთო კონკურსი

DAIKIDE.GE


mybet.ge
barcamania.tk
internazionale.ucoz.com/