მთავარი » 2009 » სექტემბერი » 28 » სტივენ ჯერარდი:”ჩვენ შეგვიძლია ”ჩელსის” და ”მანჩესტერის” დამარცხება”!
სტივენ ჯერარდი:”ჩვენ შეგვიძლია ”ჩელსის” და ”მანჩესტერის” დამარცხება”!
11:50
”ლივერპულის” კაპიტან სტივენ ჯერარდის განცხადებით, ახლა უმთავრესია ”წითლებმა” ქულები არ დაკარგონ ”პატარა” კლუბებთან. ”ჩვენ ვიცით რომ შეგვიძლია ”ჩელსის” და ”მანუს” დამარცხება, მაგრამ არანაკლებ მნიშვნელოვანია არ დავკარგოთ ქულები ”მეორე ეშელონის” გუნდებთან. ახლა მოვუგეთ ”ჰალ სიტის”, მაგრამ ასევე შეგვწევს ძალა დავამარცხოთ ნებისმიერი გრანდი, რათა გავმაგრდეთ სატურნირო ცხრილის სათავეში. პირველ რიგში ჩვენ გველის დაპირისპირება ფლორენციაში ”ფიორენტინასთან” და მხოლოდ ამის შემდეგ იქნება შესაძლებელი დავფიქრდეთ ”ჩელსისთან” მატჩზე. იმედი მაქვს შარშანდელი სეზონის მსგავსად, წელსაც მოვახერხებთ ”არისტოკრატების” ”სტემფორდ ბრიჯზე” დამარცხებას”.