ტორესი მინიმუმ 70 მლნ. ფუნტი ღირს, მაგრამ არ იყიდება!
02:17
როგორც მოგეხსენებათ ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის განმავლობაში საკმაოდ ბევრმა კლუბმა გამოთქვა "ლივერპულის" ესპანელ ფორვარდ ფერნანდო ტორესით დაინტერესება. "მერსისაიდელების" მთავარმა მწვრთნელმა პრესასთან საუბარში სწორედ ამ საკითხის თაობაზე გააკეთა კომენტარი: "რა ღირს ტორესი? ვფიქრობ მინიმუმ 70 მლნ. ფუნტი სტერლინგი. მე არ ვამბობ რომ იგი დღესდღეობით საუკეთესო ფორვარდია მსოფლიოში, მაგრამ ჯერ ახალგაზრდაა და კიდევ შეუძლია პროგრესირება. მართალია ძალიან ბევრი გუნდი გვთავაზობს "ელ ნინიოს" ნაცვლად ასტრონომიულ თანხას, მაგრამ ტორესი არ იყიდება"!