ინტერნეტ პორტალმა "Maxifoot"-მა საფრანგეთის ჩემპიონატის წლის ყველაზე წარუმატებელი ტრანსფერების სია გამოაქვეყნა. "გამარჯვებული" აღმოჩნდა მონაკოს 31 წლის ფორვარდი ეიდარ გუდიონსენი. ისლანდიელი ზაფხულში ბარსელონადან გადავიდა "თავადთა" რიგებში. გუდიონსენი მხოლოდ ცხრა ჯერ გამოვიდა მოედანზე და ერთი გოლის გატანაც კი ვერ შეძლო. მეორე ადგილზე ვეტერანი ესპანელი ფერნანდო მორიენტესია. მესამეზე კი მისი თანაგუნდელი ლუჩო გონსალესი.