ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის წინ, "ხეტაფეს" ფორვარდმა რობერტო სოლდადომ უარი თქვა ყველანაირ მოლაპარაკებებზე, რადგან მისი უმთავრესი მიზანი ივნისში "ვალენსიაში" გადასვლაა. როგორც ესპანური გამოცემა AS იტყობინება, "ღამურებმა" თვალი დაადგეს სოლდადოს, რომელიც დავიდ ვილას ღირსეული შემცვლელი უნდა გახდეს. ეს უკანასკნელი სავარაუდოდ ზაფხულში დატოვებს ესპანურ კლუბს. სოლდადოს ღირებულება 10 მილიონი ევროა, მაგრამ ხეტაფე მზად არის გაუშვას ფეხბურთელი 8 მილიონადაც , თუ ვალენსიელები თანხასთან ერთად მიკუს დაუმატებენ, რომელიც "ღამურების" თავკაცის უნაი ემერის მიზნებში მაინც არ შედის. ამ მომენტში სოლდადო ხეტაფეში ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელია, ამიტომ მისი გაყიდვა კლუბის სტრატეგიულ და ფინანსურ მიზნებშიც შედის. აღსანიშნავია, რომ რობერტო სოლდადომ ხეტაფეს შემადგენლობაში 47 თამაში ჩაატარა და 23-ჯერ შეძლო მეტოქის დამწუხრება.