მანჩესტერ "იუნაიტედის" გოლკიპერი, ედვინ ვან დერ სარი თანაგუნდელებს კონცენტრირებისკენ მოუწოდებს. მისი თქმით, მთავარი კლას იან ჰუნტელაარის შეჩერებაა. "ჩვენ თანამემამულეები ვართ, იანს ძალიან კარგად ვიცნობ."–განაცხადა ვან დერ სარმა "Uefa.com"-თან ინტერვიუში. "ჰუნტე უმაღლესი კლასის ფორვარდია, იგი ნებისმიერ შანსს 100%–ით იყენებს. მთავარი მისი შეჩერებაა, თუ ეს მოვახერხეთ ყველაფერი კარგად იქნება." "მილანთან" ძალიან რთული შეხვედრის ჩატარება მოგვიწევს. ლეონარდოს გუნდი ევროპაში ერთ–ერთი საუკეთესოა. მინდა გამოვყო რონალდინიოს თამაში, ეს ფეხბურთელი დიდებულ ფორმაშია, მისი შეჩერება გაგვიჭირდება." "იმედი მაქვს ყველაფერი კარგად იქნება, ყველა ჩვენთაგანი ძალიან მოტივირებულია." "ჩვენი მთავარი იმედი უეინ რუნია, იგი მსოფლიოს ერთ–ერთი საუკეთესო ფორვარდია. მას ნებისმიერი დაცვის გარღვევა შეუძლია."–დაასრულა ედვინმა. |