"რომას" ყოფილი თავკაცი ლუჩანო სპალეტი ამჟამად რუსეთის "ზენიტს" წვრთნის. როგორც La Gazzetta Dello Sport იუწყება, ზამთარში მას კლუბის სერიოზული გაძლიერება აქვს გადაწყვეტილი, რასაც მისი "იუვენტუსის" მცველის კრისტიან მოლინაროსადმი ინტერესიც ადასტურებს.
ამ სეზონში მოლინარომ ხუთჯერ მოირგო "იუვენტუსის" მაისური, მაგრამ არც ერთხელ ჩემპიონთა ლიგაზე. მოლინაროთი სპალეტი ჯერ კიდევ "რომას" მწვრთნელობის დროს იყო დაინტერესებული, მაგრამ მაშინ კლუბები ვერ შეთანხმდნენ და ფეხბურთელი ტურინში დარჩა.